თეთრფეხა კოლობუსი
| თეთრფეხა კოლობუსი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Colobus vellerosus I. Geoffroy, 1834 | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Critically Endangered : 5146 | |||||||||||||||
| გავრცელების არეალი | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
თეთრფეხა კოლობუსი (ლათ. Colobus vellerosus) — ანთრისებრთა ოჯახის კოლობუსების (Colobus) გვარის ცხვირვიწრო მაიმუნის სახეობა, რომელიც დასავლეთ აფრიკაში არის გავრცელებული. სახეობა ასევე ცნობილია სახელებით: დათვისებრი კოლობუსი, თეთრბარძაყა შავ-თეთრი კოლობუსი და ჟოფრუას შავ-თეთრი კოლობუსი.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეთრფეხა კოლობუსი ადვილად ცნობადი სახეობაა. მისი ბეწვი უმეტესად შავია და, სხვა შავ-თეთრი კოლობუსებისგან განსხვავებით, მხრებზე თეთრი „მოსასხამი“ არ აქვს. სახე შავი და უბეწვოა, რომელსაც გარს სქელი, თეთრი ბეწვის გვირგვინი აკრავს. სახეობისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ბარძაყებზე არსებული თეთრი ლაქები, რომელთა სიგანე და სიგრძე ინდივიდებს შორის განსხვავდება.[2]
სხვა კოლობუსების მსგავსად, ნაშიერები მთლიანად თეთრი ბეწვით იბადებიან, რომელიც დაახლოებით სამი თვის ასაკიდან თანდათან შავდება.[3] სხვა კოლობუსებთან შედარებით, თეთრფეხა კოლობუსს უფრო მოხდენილი და კარგად განვითარებული სხეული აქვს, რაც ტოტებზე კომფორტულად ჯდომაში ეხმარება. მისი მთლიანად თეთრი კუდი სხეულზე გრძელია. მამრების სხეულის მასა 9,9–10,3 კილოგრამს აღწევს, ხოლო დედლების — 8,3–8,7 კგ-ს. სხეულის სიგრძე მამრებში 61–66 სმ-ია, ხოლო დედლებში — 61–64 სმ.[4]
ბიოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეთრფეხა კოლობუსი დღიური და ძლიერ ხეზე მცხოვრები სახეობაა. იგი ხეებიდან იშვიათად ჩამოდის და ეს, როგორც წესი, მხოლოდ საკვების მოპოვებისას ხდება.[5] ტერიტორიული მამრისგან. მამრები მკვეთრად იცავენ თავიანთ ტერიტორიას და სქესობრივი სიმწიფის მიღწევის შემდეგ ტოვებენ მშობლიურ ჯგუფს.[6]
თეთრფეხა კოლობუსი ტერიტორიისა და საკუთარი ადგილსამყოფლის აღსანიშნავად ძლიერ ღრიალის მსგავს ხმას გამოსცემს, რომელიც დაბალ „რურ, რურ, რურ“ ბგერებს ჰგავს. მტაცებლის აღმოჩენისას ჯგუფის ყველა წევრი, გარდა ნაშიერებისა, გამოსცემს გამაფრთხილებელ „ფრუტუნის“ მსგავს ხმას.[7]
სახეობა ძირითადად მცენარეული საკვებით იკვებება. მისი რაციონი შედგება ახალგაზრდა ფოთლებისა და თესლებისგან, თუმცა ზოგჯერ ასევე ჭამს ნაყოფს, მწერებსა და ტერმიტების ბუდის თიხას.[8]
საბინადრო გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეთრფეხა კოლობუსი ბინადრობს დაბლობ ტროპიკულ წვიმის ტყეებსა და გალერეულ ტყეებში, რომლებიც ჩრდილოეთის მიმართულებით გვინეის ტყე-სავანის ზონაში ვრცელდება. ბენინში იგი დაფიქსირებულია სხვადასხვა ტიპის საბინადრო გარემოში, მათ შორის ჭაობიან ტყეებში, ნახევრად ფოთოლმცვივან ტყეებსა და გალერეულ ტყეებში.[9]
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახეობა გავრცელებულია ბენინში, კოტ-დ'ივუარში, განაში, ნიგერიასა და ტოგოში, აგრეთვე ბურკინა-ფასოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მისი ბუნებრივი საბინადრო გარემოა სუბტროპიკული და ტროპიკული ტენიანი დაბლობის ტყეები. სახეობას საფრთხეს უქმნის საბინადრო გარემოს განადგურება.[10]
დაცვის სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თეთრფეხა კოლობუსის არსებობას საფრთხეს უქმნის როგორც ნადირობა, ისე ტყეების გაჩეხვა. მისი გავრცელების არეალი ემთხვევა რეგიონს, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე სწრაფად იზრდება, ტყეები ინტენსიურად ნადგურდება და ველურ ცხოველებზე უკონტროლო ნადირობა ფართოდაა გავრცელებული. მიუხედავად ამისა, გავრცელების არეალის ზოგიერთ ნაწილში ადგილობრივი მოსახლეობა ამ მაიმუნს წმინდა ცხოველად მიიჩნევს.[11]
სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის აფრიკული კონვენციის A კლასში, ხოლო CITES-ის II დანართში. იგი გვხვდება რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის კომოეს ეროვნულ პარკში, ფაზაო-მალფაკასას ეროვნულ პარკში, მოლის, ბუისა და დიგიას ეროვნულ პარკებში.[12]
ტაქსონომიური ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრე თეთრფეხა კოლობუსი სამეფო კოლობუსის (Colobus polykomos) ქვესახეობად მიიჩნეოდა და ცნობილია, რომ ამ ორ ტაქსონს შორის ჰიბრიდიზაციაც ფიქსირდებოდა.[13] მოგვიანებით ხმოვანი სიგნალების, თავის ქალის აგებულებისა და ბეწვის თავისებურებების შედარებითი ანალიზის საფუძველზე იგი დამოუკიდებელ სახეობად აღიარეს.[14]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Matsuda Goodwin, R.; Gonedelé Bi, S.; Nobimè, G.; Koné, I.; Osei, D.; Segniagbeto, G.; Oates, J. F. (2020). „Colobus vellerosus“. The IUCN Red List of Threatened Species. 2020 (2): e.T5146A169472127. doi:10.2305/IUCN.UK.2020-2.RLTS.T5146A169472127.en. ციტირების თარიღი: 6 August 2026.
- ↑ Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Baby Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Ursine colobus as territorial animal. University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Colobus vellerosus (ursine colobus). University of Michigan Museum of Zoology. ციტირების თარიღი: 7 August 2026
- ↑ Matsuda Goodwin, R.; Gonedelé Bi, S.; Nobimè, G.; Koné, I.; Osei, D.; Segniagbeto, G.; Oates, J. F. (2020). „Colobus vellerosus“. IUCN Red List of Threatened Species. The IUCN Red List of Threatened Species 2020. 2020. doi:10.2305/IUCN.UK.2020-2.RLTS.T5146A169472127.en.
- ↑ Matsuda Goodwin, R.; Gonedelé Bi, S.; Nobimè, G.; Koné, I.; Osei, D.; Segniagbeto, G.; Oates, J. F. (2020). „Colobus vellerosus“. IUCN Red List of Threatened Species. 2020. doi:10.2305/IUCN.UK.2020-2.RLTS.T5146A169472127.en.
- ↑ Matsuda Goodwin, R.; Gonedelé Bi, S.; Nobimè, G.; Koné, I.; Osei, D.; Segniagbeto, G.; Oates, J.F. (2020). „Colobus vellerosus“. IUCN Red List of Threatened Species. 2020. doi:10.2305/IUCN.UK.2020-2.RLTS.T5146A169472127.en.
- ↑ Groves, Colin P.; Angst, R.; Westwood, C. (1993). „The Status of Colobus polykomos dollmani“. International Journal of Primatology. 14: 573–586.
- ↑ Oates, J. F.; Trocco, T. F. (1983). „Taxonomy and phylogeny of black-and-white colobus monkeys: inferences from an analysis of loud call variation“. Folia Primatologica. 40: 83–113.
