თეთრკბილა ბრუცა
იერსახე
| თეთრკბილა ბრუცა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Spalax leucodon (Nordmann, 1840) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN Data Deficient : 14328 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
თეთრკბილა ბრუცა[1] (ლათ. Spalax leucodon) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 15-24 სმ აღწევს. ზურგი მოყავისფროა, მუცელი – მუქი ნაცრისფერი. ბოლქვიანი ნარგავების მოყვარულია. ამიტომ თეთრკბილა ბრუცა სოროს თხრის მთის სტეპებში, სადაც მცენარეული ფესვებით იკვებება. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. გვხვდება მთათა ციცაბო ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1400-2400 მ სიმაღლეზე. მისი გავრცელების არეალია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, თურქეთი და უკრაინა. თეთრკბილა ბრუცა გვხვდება საქართველოშიც, კერძოდ წალკაში და ახალქალაქის პლატოზე.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეთრკბილა ბრუცა – Spalax leucodon (ინგლისური)
- თეთრკბილა ბრუცა – Spalax leucodon დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 542.
