შინაარსზე გადასვლა

თეთრი წერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი წერო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  წეროსებრნი
გვარი:  წეროები
სახეობა:  თეთრი წერო
ლათინური სახელი
Grus leucogeranus
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 22692053
გავრცელება

თეთრი წერო, აგრეთვე ცნობილი როგორც ციმბირული წერო ან თოვლის წერო (ლათ. Grus leucogeranus) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. დაფარულია მთლიანად თეთრი ბუმბულით. ბინადრობს რუსეთის არქტიკულ ტუნდრაში, განსახლებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. აღმოსავლეთ პოპულაცია ზამთრობით მიგრირებს ჩინეთში, ხოლო დასავლეთი — ირანში, უწინ ინდოეთსა და ნეპალშიც. წეროებს შორის მათ ახასიათებს ყველაზე გრძელი მიგრაციის მარშრუტი. მათი პოპულაცია, განსაკუთრებით კი დასავლეთ სპექტრი ძალიან შემცირდა XX საუკუნეში, ნადირობის და ჰაბიტატის დეგრადაციის გამო. მისი მთელი პოპულაცია შეადგენს 3 200 ფრინველს. აღმოსავლეთ პოპულაციის გამოსაზამთრებელი ჰაბიტატის — პოიანხუს ტბის აუზის ალტერნატივას წარმოადგენს სამი ხეობის წყალსაცავი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: