თეთრი მეჭვავიასებრნი
იერსახე
თეთრი მეჭვავიასებრნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყვითელნისკარტიანი თეთრი მეჭვავია (Chionis alba) | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Chionidae (Bonaparte, 1832) | |||||||||||
|
თეთრი მეჭვავიასებრნი (ლათ. Chionidae, ადრე Chionididae) — ფრინველების ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 36-46 სმ აღწევს, ფერად თეთრები არიან. ბუდობენ ზღვის სანაპირო კლდეების ნაპრალებში. დებენ 2-3 ღია ყავისფერ, ფხაჭებიან კვერცხს. იკვებებიან უხერხემლოებით (მოლუსკებით, კიბოსნაირებით), ლეშით, ანადგურებენ პინგვისებისა და ქარიშხალების ბუდეებს. ცნობილი თეთრი მეჭვავიასებრთა 2 სახეობა: ყვითელნისკარტიანი (Chionis alba) და შავნისკარტიანი (Chionis minor). პირველი გავრცელებულის ცეცხლოვან მიწასა და ფოლკლენდის კუნძულზე, მეორე — კერგელენის, პრინს-ედუარდის, მარიონისა და სხვა კუნძულებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 639.