თეთრი კარპატები
იერსახე
| თეთრი კარპატები | |
|---|---|
თეთრი კარპატები | |
| კოორდინატები: 49° ჩ. გ. 18° ა. გ. / 49° ჩ. გ. 18° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ველკა-იავორჟინა |
| სიმაღლე | 970 მ |
| სიგრძე | 75 კმ |
| სიგანე | 20-30 კმ |
თეთრი კარპატები (სლოვაკ. Biele Karpaty, ჩეხ. Bílé Karpaty) — ქედი დასავლეთ კარპატებში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. მაქსიმალური სიმაღლე 970 მ (მთა ველკა-იავორჟინა). ქედის სიგრძეა 75 კმ, სიგანე 20-30 კმ. აგებულია ქვიშაქვებითა და ფიქლებით. მწვერვალების მოსწორებული ზედაპირები გადადის ციცაბო კლდეებში. სამხრეთ-აღმოსავლეთით შემოზღუდულია მდინარე ვაგის გრძივი ხეობით. გვხვდება მუხისა და წიფლის ტყეები. არის საძოვრები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეთრი კარპატები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)