სუფრის კიროვაბადული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი თავრიზი)

კიროვაბადული სუფრისა, განჯური, თეთრი თავრიზი — თეთრყურძნიანი ვაზის სასუფრე ჯიში. ფართოდაა გავრცელებული აზერბაიჯანში, უფრო ცოტაა დაღესტნის, სტავროპოლის, როსტოვის, ყირიმისა და სხვა რაიონებში. საქართველოში გაშენებულია უმთავრესად თბილისის საგარეუბნო ზონაში, იყენებენ საკარმიდამო ნაკვეთებში ხეივნების გასაშენებლად. ვაზი ძლიერმოზარდია, მოსავლიანობა საშუალო აქვს. აზიანებს ფილოქსერა, რის გამოც საჭიროა ფილოქსერაგამძლე საძირეზე დამყნობა. ყურძენი მწიფს შუა სექტემბერში. ნაყოფს სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]