თეთრი გიორგი (ჰერალდიკური სიმბოლო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეთრი გიორგი.
იოსებ შარლემანის პირველი რესპუბლიკის გერბი გერბზე თეთრი გიორგის გამოსახვის წესების ავტორები: დიმიტრი შევარდნაძე და ივანე ჯავახიშვილი.

თეთრი გიორგისაქართველოში ფართოდ გამოყენებული ჰერალდიკური სიმბოლო, საქართველოს გერბის ნაწილი 1918-1921 და 1991-2004 წლებში.

საქართველოს (რესპუბლიკის) გერბი (1990-2004)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბი შემოღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით 1990 წლის 14 ნოემბრის „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის [1] საფუძველზე, რომლითაც არსებითად აღადგინეს 1918-21 წლებში არსებული სახელმწიფო გერბი, იმ განსხვავებით, რომ გერბის ვარსკვლავი ნაკლებ ორნამენტირებულია. 1990 წლის 28 დეკემბრის მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფო გერბის დებულების დამტკიცების თაობაზე“ კანონი, რომელმაც განსაზღვრა ახალი გერბის აღწერილობა და გამოყენების წესი:[2]

ვიკიციტატა
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ოქროსფერი ჩუქურთმით შემოსაზღვრული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც ორნამენტში ქიმების გასწვრივ ჩაწნული აქვს შვიდი შავარშიანი თეთრი ბოლნური ჯვარი. როგორც ჯვრების, ასევე ვარსკვლავის ქიმების შიდა ველები ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია).

ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზეც გამოსახულია ოქროსფლოქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. მას მარჯვენა ხელში საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი უპყრია, ხოლო მარცხენაში – ოქროსზოლიანი ფარი. თეთრ გიორგის აცვია ალისფერი შარვალი და ოქროსფერი წაღები, შემოსილია ვერცხლისფერუჯრედებიანი ცისფერი ჯავშნითა და თეთრი მოსასხამით, ჯავშნის ქვეშ მოუჩანს ყავისფერი (მიხაკისფერი) ტყავის პერანგი. თეთრი გიორგის ცხენს უნაგირის ქვეშ დაფენილი აქვს ვეფხვის ტყავი, უნაგირი ოქროსია, ხოლო უზანგი – ვერცხლისა. თეთრი გიორგის თავს ზემოთ რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია. ვარსკვლავის მარჯვნივ არის ვერცხლისფერი მთვარე, ხოლო მარცხნივ – ოქროსფერი მზე, მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია.

თეთრი გიორგის ცხენს ქვემოთ შავი ფერით გამოსახულია მთის მწვერვალი.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები: 1990 წ., №11, მუხ. 294; შეტანილია ცვლილება საქართველოს 1997 №1087-Iს ორგანული კანონით.
  2. 1997 წ 14 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ' საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონი „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე' და 'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე' საქართველოს რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც ადრე მიღებული კანონები შესაბამისობაში მოვიდა ახალ კონსტიტუციასთან.
  3. დებულება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ, მუხლი 1.
  4. Cовременная Грузия