მთიულეთის არაგვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თეთრი არაგვი)
Jump to navigation Jump to search
მთიულეთის არაგვი
Village Kvemo Mleta.jpg
მდინარე სოფელ ქვემო მლეთასთან
ჯაბა ლაბაძის სურათი
სათავე ყელის ზეგანი
სიგრძე 41 კმ
აუზის ფართობი 339 კმ²
Tetri aragvi.svg

მთიულეთის არაგვი, თეთრი არაგვიმდინარე დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ზღვის დონიდან 3180 მეტრზე. დაბა ფასანაურთან უერთდება გუდამაყრის (შავი) არაგვი. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 339 კმ². საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლის, წვიმისა და მყინვარული (უმნიშვნელოდ) წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან აგვისტომდე, წყალმცირობა - ზამთარში. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 60-65%, შემოდგომაზე - 19-20%, ზამთარზე - 17-18%. საშუალო წლიური ხარჯი ფასანაურთან 12,2 მ³/წმ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე იცის ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი.

წყალმცირობის დროს წყალი სუფთაა და სასმელად გამოსადეგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]