თეთრიწყლების ნაეკლესიარი (აბიკას გორა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრიწყლების ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ თეთრი წყლების განაპირას, ბორცვზე რომელსაც მოსახლეობა აბიკას გორას უწოდებს. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,7 X 3,9 მ). ნაგები იყო ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია შენობის დასავლეთი კედლის დიდი ნაწილი მიწის პირამდეა დანგრეული. დანარჩენი კედლები კი მიწიდან რამდენიმე სმ სიმაღლეზე დგას. შესასვლელის კვალი არ ჩანს. აფსიდს ნახევარწრიული მოხაზულობა ჰქონია. მის სამხრეთ გვერდში ნახევარწრიული ნიშაა მოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]