თეთრიწყლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრიწყლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ თეთრი წყლების დასავლეთით, 1 კმ-ზე, ტყიან ბორცვზე საფშავლოდ წოდებულ ადგილში. სავარაუდოდ, თარიღდება განვით შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (7,3 X 5,5 მ) ნაგებია მოზრდილი ზომის, სრულიდ დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და კირის დუღაბით. ქვების ნაწილი საკმად დიდი ზომისაა, რომლებიც ბრტყელი ზედაპირის ფასადის მხარეს არის მოქცეული. წყობა ქაოსურია. ძეგლი დაზიანებულია ამჟამად, მთელ სიმაღლეზე, მხოლოდ დასავლეთ კედელი დგას, თუმცა, მასაც სამხრეთი მხარე მონნგრეული აქვს. ჩრდილოეთი კედელი მთელ სიგრძეზეა შემორჩენილი აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები კი - ნაწილობრივ. ინტერიერი ნანგრევებითაა ამოვსებული და დაფარულია მცენარეულობით. შესასვლელი სამხრეთითაა - შემორჩენილი წირთხლების ნაწილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. მის ცენტრში სარკმლის ნაშთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]