თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროში. ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს რუს კოლონიზატორებს აუგიათ.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, ნაგებია ბაზალტის კვადრებით. გუმბათის ყელი თუნუქის პერანგშია ჩასმული. აღმოსავლეთ მკლავის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, წყობის პირველ რიგში ჩატანებულია ძველი ეკლესიის სარკმლის სათაურის ქვა რელიეფით-გადაყვანილი ლილვით. ტაძარი ნათდება სარკმელების სიმეტრიული რიგით. რვაწახნაგა გუმბათი დაბალი ყელით ეყრდნობა ჯვრის მკლავების კედლების გადაკვეთის კუთხეებს. ეკლესია მოქმედია. ეკლესიის გვერდით, ადრეული ეკლესიის ნანგრევია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7643