თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
41°32′37″ ჩ. გ. 44°27′44″ ა. გ. / 41.54361° ჩ. გ. 44.46222° ა. გ. | |
დაარსდა | 1975 |
მდებარეობა | თეთრიწყარო |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – მუზეუმი ქალაქ თეთრიწყაროში. დაარსდა 1975 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე. ამჟამად არის თეთრიწყაროს კულტურის ცენტრის შემადგენლობაში. 1982 წელს თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა დაანგრიეს მოედნის გაფართოების მიზნით. ფონდი დროებით დაიხურა. 1989 წელს მუზეუმს გადაეცა ახალი შენობა და დღემდე იმ შენობაშია განთავსებული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 14.