თეთნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთნარიქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. წარმოადგენს ლეჩხუმის ქედის ჩრდილო-დასავლეთ შტოქედს მდინარეების ცხენისწყლისა და ხოფურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფს. ლეჩხუმის ქედს გამოეყოფა თეთნარის მწვერვალთან (2964 მ). აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული იურული ფლიშური წყებებით. მაღალ მწვერვალებზე ჩანს გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია ცხენისწყლის შენაკადთა ხევებით და შემოსილია წიფლნარ-რცხილნარით, თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]