თევრათ გორგილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგილაძე.
თევრათ გორგილაძე
დაბ. თარიღი 6 ივლისი, 1926(1926-07-06)
დაბ. ადგილი გორგაძეები, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1 მარტი, 1996(1996-03-01) (69 წლის)
გარდ. ადგილი ოდესა, უკრაინა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ოფთალმოლოგი
ალმა-მატერი ოდესის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები უკრაინის სსრ-ის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

თევრათ იუსუფის ძე გორგილაძე (დ. 6 ივლისი, 1926, სოფელი გორგაძეები — გ. 1 მარტი, 1996, ოდესა) — ქართველი ოფთალმოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1977), უკრაინის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს დაამთავრა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, გაიარა კლინიკური ორდინატურა აკადემიკოს ვ. ფილატოვის რეკომენდაციით. გორგილაძე მუშაობდა თვალის რქოვანას გადანერგვის პრობლემებზე. გაგზავნილი იყო აფრიკის ქვეყნებში ოფთალმოლოგად. დაჯილდოვდა ტუნისის უმაღლესი ორდენით. გორგილაძის სამეცნიერო შრომებს შორის საინტერესოა თვალის მეორადი გლაუკომისა და რქოვანას გადანერგვის საკითხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]