შინაარსზე გადასვლა

თევზები-ვეშაპის ზეგროვათა კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედამიწიდან მილიარდი სინათლის წლის რადიუსში მდებარე ადგილობრივი სამყაროს რუკა, მათ შორის თევზები-ვეშაპის ზეგროვის კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს თევზები-ვეშაპის, მოქანდაკის, პერსევს-თევზების და ლანიაკეას ზეგროვების (აქ ნაჩვენებია, როგორც უფრო პატარა ქალწულის, ჰიდრას და კენტავრის ზეგროვა) გალაქტიკების ძალიან გრძელ ჯაჭვს.

თევზები-ვეშაპის ზეგროვათა კომპლექსი (ინგლ. Pisces–Cetus Supercluster Complex) ან ლოკალური ზეგროვა (ინგლ. local superstructure)[1]გალაქტიკური ზეგროვის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქალწულის ზეგროვას, როგორც მის გარე წევრს (მოგვიანებით დადასტურდა, რომ ის ლანიაკეას ზეგროვის ნაწილია),[1] რომელიც თავის მხრივ შეიცავს ადგილობრივ ჯგუფს და შესაბამისად, ირმის ნახტომს.[2] კომპლექსს თევზები-ვეშაპის ზეგროვის სახელი ეწოდა, მისი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული წევრების, მიხედვით, რომლებიც მის ბირთვსა და მთავარ სიბრტყეში მდებარეობს, დედამიწიდან დაახლოებით 652 მლნ. სინ. წელი (200 მპს) დაშორებით.[3]

ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომმა რიჩარდ ბრენტ ტალიმ 1986 წელს აღმოაჩინა ძალიან მასიური აგლომერაცია, რომელიც მოიცავს ადგილობრივ და თევზები-ვეშაპის ზეგროვას,[2] და მას „გაფართოებული თევზები-ვეშაპის ზეგროვას“ უწოდა,[2] ხოლო მოგვიანებით 1987 წელს — „თევზები-ვეშაპის ზეგროვის კომპლექსი“.[4] გარდა ამისა, ასევე აღმოჩენილია კიდევ ოთხი სხვა ახლომდებარე ზეგროვის კომპლექსი z = 0.1 წითელი წანაცვლების ფარგლებში (დაახლოებით 340 მპს), მათ შორის დიდი დათვის, ჰერკულეს-ჩრდილოეთის გვირგვინის, ლომის და მერწყულის ზეგროვათა კომპლექსები.[3] მერწყულის ზეგროვათა კომპლექსი, როგორც ცნობილია, შეიცავდა 25 მდიდარ გალაქტიკათგროვას და შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც არის როგორც მერწყულის რეგიონი, ასევე მერწყული-თხის რქის რეგიონი.[3] ნაჩვენებია, რომ ის თევზები-ვეშაპის ზეგროვათა კომპლექსთან ერთად შეიცავს 114 სამხრეთ აბელის გროვის უმეტესობას. მხოლოდ 28 არ არის დაკავშირებული ამ ორ მთავარ კომპლექსთან, არცერთ სხვა ასოციაციას არ ჰყავს ოთხზე მეტი წევრი.[3]

XX საუკუნის ბოლოს ამ ზეგროვათა კომპლექსების აღმოჩენის შემდეგ, მოგვიანებით გამოვლინდა სხვა ზეგროვათა კომპლექსები, როგორიცაა სლოუნის დიდი კედელი და BOSS-ის დიდი კედელი.[5][6]

თევზები-ვეშაპის ზეგროვათა კომპლექსის სიგრძე დაახლოებით 1240 მლნ. სინ. წელი (380 მპს), სიგანე — 520 მლნ. სინ. წელი (160 მპს), რაც მას დაკვირვებად სამყაროში ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს სტრუქტურად აქცევს. ეს მას დაახლოებით კოსმოლოგიური პრინციპის თეორიულ ზღვართან აჰყავს. ამის მიუხედავად, სხვა სტრუქტურებისთვის, როგორიცაა კიპუს ზეგროვა, კლოუს-კამპუსანოს LQG და U1.11, სადავო და დაუდასტურებელ უზარმაზარ-LQG-თან, გიგანტურ GRB რგოლთან და ჰერკულეს-ჩრდილოეთის გვირგვინის დიდ კედელთან ერთად, უფრო დიდი ზომებია შემოთავაზებული.

კომპლექსს 61 მდიდარი გროვა შეადგენს, რომლის საერთო მასა, სავარაუდოდ, მზის მასაზე (M) დაახლოებით 1018-ჯერ მეტია.[3] აღმომჩენის თანახმად, კომპლექსი 5 ნაწილისგან შედგება:

  1. თევზები-ვეშაპის ზეგროვა
  2. პერსევს-პეგასის ჯაჭვი, მათ შორის პერსევს-თევზების ზეგროვა
  3. პეგას-თევზების ჯაჭვი
  4. მოქანდაკის რეგიონი, მათ შორის მოქანდაკის ზეგროვა
  5. ლანიაკეა,[1] რომელიც შეიცავს ჩვენს ქალწულის ზეგროვას (ადგილობრივ ზეგროვას), ასევე ჰიდრა-კენტავრის ზეგროვას.[3]

1015 M მასით, ჩვენი ქალწულის ზეგროვა კომპლექსის მთლიანი მასის მხოლოდ 0.1 პროცენტს შეადგენს. კომის ზეგროვა ასევე ამ კომპლექსის ნაწილად ითვლებოდა 1986 წელს აღმოჩენის დროისთვის,[2] რომელიც კომის ძაფის და უფრო დიდი CfA2-ის დიდი კედლის გულს წარმოადგენს.

მიზიდულობის აუზების ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ოფიუქუსის გროვის გარშემო მიზიდულობის აუზი შესაძლოა ლანიაკეასთან იყოს დაკავშირებული და ასევე აღმოჩნდა, რომ ორივე, აპუსისა და კომის ზეგროვასთან ერთად, უფრო დიდი შაპლის მიმზიდველისკენ მოძრაობს და, შესაბამისად, შესაძლოა შაპლის კონცენტრაციის ნაწილი იყოს.[7][8]

  1. 1 2 3 Böhringer, Hans; Chon, Gayoung; Trümper, Joachim (2021). „The Cosmic Large-Scale Structure in X-rays (CLASSIX) Cluster Survey. II. Unveiling a pancake structure with a 100 MPC radius in the local Universe“. Astronomy and Astrophysics. 651: A15. arXiv:2105.13999. Bibcode:2021A&A...651A..15B. doi:10.1051/0004-6361/202140595.
  2. 1 2 3 4 Tully, R. B. (April 1986). „Alignment of clusters and galaxies on scales up to 0.1 C“. The Astrophysical Journal (ინგლისური). 303: 25. Bibcode:1986ApJ...303...25T. doi:10.1086/164049. ISSN 0004-637X.
  3. 1 2 3 4 5 6 Tully, R. Brent (December 1987). „More about clustering on a scale of 0.1 C“. The Astrophysical Journal (ინგლისური). 323: 1. Bibcode:1987ApJ...323....1T. doi:10.1086/165803. ISSN 0004-637X.
  4. Noble Wilford, John (November 10, 1987). „Massive Clusters of Galaxies Defy Concepts of the Universe“. The New York Times.
  5. Einasto, Maret; Lietzen, Heidi; Gramann, Mirt; Tempel, Elmo; Saar, Enn; Liivamägi, Lauri Juhan; Heinämäki, Pekka; Nurmi, Pasi; Einasto, Jaan (2016). „Sloan Great Wall as a complex of superclusters with collapsing cores“. Astronomy & Astrophysics. 595: A70. arXiv:1608.04988. Bibcode:2016A&A...595A..70E. doi:10.1051/0004-6361/201628567. S2CID 118701869.
  6. H.Lietzen; E.Tempel; L. J.Liivamägi (20 March 2016). „Discovery of a massive supercluster system at z ~ 0.47“. Astronomy & Astrophysics. 588: L4. arXiv:1602.08498. Bibcode:2016A&A...588L...4L. doi:10.1051/0004-6361/201628261. S2CID 56126854.
  7. Dupuy, A.; Courtois, H. M. (2023). „Dynamic cosmography of the local Universe: Laniakea and five more watershed superclusters“. Astronomy & Astrophysics. 678: A176. arXiv:2305.02339. Bibcode:2023A&A...678A.176D. doi:10.1051/0004-6361/202346802.
  8. Valade, A.; Libeskind, N. I.; Pomarède, D.; Tully, R. B.; Hoffman, Y.; Pfeifer, S.; Kourkchi, E. (2024). „Identification of basins of attraction in the local Universe“. Nature Astronomy. 8 (12): 1610. arXiv:2409.17261. Bibcode:2024NatAs...8.1610V. doi:10.1038/s41550-024-02370-0.