თევზაობა ოქროს თევზისთვის (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)
| „თევზაობა ოქროს თევზისთვის“ | |
|---|---|
|
ძმები ლუმიერების სინემატოგრაფის რეკლამა | |
| რეჟისორი | ლუი ლუმიერი |
| პროდიუსერი | ლუი ლუმიერი |
| ოპერატორი | ლუი ლუმიერი |
| გამოსვლის თარიღი | 1895 |
| ხანგრძლივობა | 38 წამი |
| ქვეყანა | საფრანგეთი |
| ენა | მუნჯი |
„თევზაობა ოქროს თევზისთვის“ (ასევე ცნობილი როგორც „La Pêche aux poissons rouges“) — 1895 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი, რეალობის ამსახველი ფილმი. მისი რეჟისორი და პროდიუსერი იყო ლუი ლუმიერი. გადაიღეს ლიონში, საფრანგეთში. მისი სიძველიდან გამომდინარე, ფილმის ინტერნეტიდან უფასოდ გადმოწერა დაშვებული და შესაძლებელია.
ფილმი ლუმიერების სინემატოგრაფის პირველი სარეკლამო პრეზენტაციის ნაწილს წარმოადგენდა (1895 წლის 28 დეკემბერი, სალონი ინდიენი, გრან-კაფე, კაპუცინების ქუჩის N14, პარიზი).[1]
გადაღების პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადაღებულ იქნა სინემატოგრაფით, კამერით, რომელიც ფილმის პროექტორად და დამამუშავებლადაც გამოიყენებოდა. ყველა სხვა ადრეული ლუმიერის ფილმის მსგავსად, ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით გაკეთდა.[2]
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაცს (ოგუსტ ლუმიერი) მაგიდაზე მჯდარი პატარა გოგონა (ანდრე ლუმიერი, ოგუსტის ქალიშვილი) უჭირავს. ბავშვი ოქროს თევზებიან აკვარიუმში ყოფს ხელს, კაცი კი ეხმარება. სცენა მაგიდის წინ დადგმული კამერითაა გადაღებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Salon Indien, Grand Café, Paris. Who's Who of Victorian Cinema. ციტირების თარიღი: 2007-04-08.
- ↑ Technical Specifications. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2007-04-08.