თევდორე გარსევანიშვილი
თევდორე გარსევანიშვილი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1924 | ||||||||||||
დაბადების ადგილი | გორი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | ||||||||||||
გარდაცვალების თარიღი | 8 აპრილი, 1987 (63 წლის) | ||||||||||||
გარდაცვალების ადგილი | კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||||||||||||
სამხედრო სამსახურის წლები | 1941–1974 | ||||||||||||
წოდება | პოლკოვნიკი | ||||||||||||
ჯილდოები |
| ||||||||||||
სამსახურიდან გადადგომა | 8 ოქტომბერი, 1974 |
თევდორე დავითის ძე გარსევანიშვილი (დ. 20 მარტი, 1924, გორი — გ. 8 აპრილი, 1987) — ქართველი და საბჭოთა სამხედრო პირი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული სამხედრო მფრინავი (1967).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თევდორე გარსევანიშვილმა 1941 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა, 1944 წელს — კრასნოდარის საპილოტო სასწავლებელი. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრაინის პირველ ფრონტზე. მონაწილეობდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების, ბერლინის აღებისა და კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. მის ანგარიშზეა 74 საბრძოლო გაფრენა. ჩამოაგდო მტრის 7 თვითმფრინავი; კიევის მახლობლად ბროვანში მემორიალად დგას ომში გადარჩენილი მისი საბრძოლო თვითმფრინავი.
ომის შემდეგ თევდორე გარსევანიშვილი მონაწილეობდა სამხედრო აეროდრომების დაგეგმარებასა და მშენებლობაში.
1964 წელს გახდა ავიაციის პოლკოვნიკი. 1967–1979 წლებში მას ეკუთვნოდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის ხანგრძლივობის რეკორდი. დაჯილდოებულია 3 წითელი ვარსკვლავის, წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლით, აგრეთვე უცხოური ჯილდოებით.
თევდორე გარსევანიშვილი გარდაიცვალა კიევში, 1987 წლის 8 აპრილს.[2]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წითელი დროშის ორდენი
- მედალი „პრაღის განთავისუფლებისთვის“
- მედალი „ბერლინის აღებისთვის“
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
- მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 563.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თევდორე გარსევანიშვილი // ქართველები უცხოეთში
- ↑ თევდორე გარსევანიშვილი // gorimaps.ge
- Pages with image sizes containing extra px
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- ბერლინის აღებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- იაპონიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- მედლით საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულები
- დაბადებული 1924
- დაბადებული 20 მარტი
- გარდაცვლილი 1987
- გარდაცვლილი 8 აპრილი
- გორში დაბადებულები
- კიევში გარდაცვლილები
- ქართველი სამხედრო მოღვაწეები
- ქართველი ემიგრანტები
- ქართველი პოლკოვნიკები
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში