თედორე რასკოლნიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Raskolnikov FF.jpg

თედორე თედორეს ძე რასკოლნიკოვი (რუს. Фёдор Фёдорович Раскольников; დ. 9 თებერვალი [ძვ. სტ. 28 იანვარი], 1892 — გ. 12 სექტემბერი, 1939, ნიცა) — რუსი სამხედრო მოღვაწე, დიპლომატი, ბოლშევიკი და რევოლუციონერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსდმპ წევრი 1910 წლიდან, ბოლშევიკი. 1912–1914 წლებში გაზეთების „ზვეზდასა“ და „პრავდას“ ლიტერატურული თანამშრომელი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გარდემარინების კლასების მსმენელი. იბრძოდა ბალტიის ზღვაზე. თებერვლის რევოლუციის შემდეგ კრონშტადტის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. ოქტომბრის რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1917 წლის ბოლოდან საზღვაო გენერალური შტაბის კომისარი, 1918 წლის გაზაფხულიდან სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის, ლევ ტროცკის, მოადგილე. 1918 წლის 23 აგვისტოდან ვოლგის სამხედრო ფლოტილიის სარდალი, 1918 წლის შემოდგომიდან რესპუბლიკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი. 1919 წლის 10 ივნისიდან ასტრახანი კასპიის ზღვის ფლოტილიის სარდალი, იმავე წლის ივლისიდან ვოლგა-კასპიის ზღვის ფლოტილიის სარდალი. 1920 წლის 28 აპრილს მონაწილეობდა ბაქოს ოკუპაციაში, ასევე ცარიცინის დაცვასა და ენზელის საზღვაო დესანტის ორგანიზებაში. 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის მარტამდე ბალტიის ფრონტის სარდალი. 1921 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. 1921–1923 წლებში იყო რსფსრ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ავღანეთში, 1923–1930 წლებში ესტონეთში, 1930–1934 წლებში დანიაში, 1934–1938 წლებში ბულგარეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკან გამოწვევის მიუხედავად უარს ამბობს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და საცხოვრებლად გადადის პარიზში. შერაცხეს ქვეყნის მოღალატედ და გამყიდველად. 1939 წლის 17 ივნისს სსრკ-ს უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში ნიცაში 1939 წლის 12 სექტემბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: