თედორე დრიჟენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თედორე დრიჟენკო
Fedor Dirijenko.jpg
დაბ. თარიღი 22 აპრილი (4 მაისი) 1858
დაბ. ადგილი დნეპროპეტროვსკი
გარდ. თარიღი 16 აპრილი 1922(1922-04-16) (63 წელი)
გარდ. ადგილი კრასნოიარსკი
დასაფლავებულია ტროიცკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ჰიდროგრაფია და გეოდეზია

თედორე დრიჟენკო (რუს. Дриженко, Фёдор Кириллович; დ. 22 აპრილი, 1858, ეკატერინოსლავი — გ. 16 აპრილი, 1922, კრასნოიარსკი) — რუსი ჰიდროგრაფ-გეოდეზისტი. 1886 წელს დაამთავრა საზღვაო აკადემია. ხელმძღვანელობდა აგეგმვით სამუშაოს ონეგის ტბაზე (1891-1894) და ბაიკალის ტბაზე ჩატარებულ ჰიდროგრაფიულ ექსპედიციას (1897-1903). განახორციელა მაგნიტური გაზომვების სერია და ასტრონომიული დაკვირვებანი. 1903 წლიდან უმეტესწილად დაკავებული იყო რუსეთის ჩრდილოეთის ზღვების კვლევით. იყო ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ჰიდროგრაფიული ექსპედიციისა (1903-1905) და თეთრი ზღვის ცალკეული აგეგმვითი სამუშაოების ხელმძღვანელი (1905-1908). 1908-1912 წლებში მთავარი ჰიდროგრაფიული სამმართველოს დამხმარე, 1912 წელს — მურმანსკის სანაპიროს ცალკეული აგეგმვის ხელმძღვანელი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დრიჟენკო მსახურობდა ჩრდილოეთის საზღვაო გზის კომიტეტში, ამასთანავე ხელმძღვანელობდა ციმბირის მდინარეებისა და ზღვების ჰიდროგრაფიულ კვლევას. ავტორია 50-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. ნაშრომების დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელი დარჩა. მისი სახელობისაა კონცხი ახალი მიწაზე.

  • 1891 წლის 16 იანვარიაირჩიეს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრად;
  • 1894 წლის 17 თებერვალიაირჩიეს რუსეთის ასტრონომიული საზოგადოების ნამდვილ წევრად;
  • 1909 წელსდაინიშნა რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად ბრიუსელის სანაოსნო საერთაშორისო კომისიაში;
  • 1912 წელსწარადგინა რუსეთი საერთაშორისო საზღვაო კონფერენციაზე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Краткий отчет о работах гидрографической экспедиции Байкальского озера за 1898 год, "Морской сборник", 1899, № 1. Краткий отчет о работах гидрографической экспедиции Байкальского озера за 1899 год, СПб, 1900;
  • Гидрографическое исследование Байкала, "Невестин Русского географ. об-ва", 1902, т. 38, вып. 2; Лоция и физико-географический очерк озера Байкал, СПб, 1908.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]