თებერვლის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თებერვლის აჯანყება
თარიღი 1921 წლის თებერვალი – აპრილი
შედეგი აჯანყება ჩაიხჩო
ტერიტორიული
ცვლილებები
სომხეთი
მხარეები
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია სომხეთის რევოლუციური კომიტეტი (რევკომი)
მეთაურები
სიმონ ვრაციანი ანატოლი გეკერი
ძალები
~10,000[1] უცნობია
დანაკარგები
უცნობია 200 [2]

თებერვლის აჯანყება (სომხ. Փետրվարյան ապստամբություն) — ანტიბოლშევიკური აჯანყება ნაციონალისტური სომხეთის რევოლუციური ფედერაციის მიერ, რომელიც დაიწყო 1921 წლის 13 თებერვალს და ჩაახშეს 2 აპრილს ბოლშევიკურმა ძალებმა ერევნის აღებით.

ომამდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის დეკემბერში სომხეთის რესპუბლიკის გასაბჭოების შემდეგ ახალმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა დაახლოებით 1000 სომეხი ოფიცერი, მათ შორის გენერლები თოვმას ნაზარბეკიანი და მოვსეს სილიკიანი. ისინი აიძულეს ერევნიდან ალავერდამდე ფეხით (დაახლოებით 160 კილომეტრი) ევლოთ და ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. ეს ოფიცრები შემდგომში გაგზავნეს ბაქოსა და რუსეთის ციხეებში. 1921 წლის თებერვალში სარდარაბადის ბრძოლის მრავალი გმირი დახვრიტეს, მათ შორის დანიელ ბეკ-პირუმიანი, ხოლო მისმა ძმამ პოღოს ბეკ-პირუმიანმა წამების შემდეგ თავი მოიკლა. ასევე მოხდა პროსომხური რევოლუციური ფედერაციის (ARF) ინტელექტუალების შევიწროებაც. ამასთანავე სოფლის მოსახლეობას ხორბალი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის ბოლშევიკური მთავრობის რეპრესიებმა საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია და სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ 13 თებერვალს დაიწყო აჯანყება. 17 თებერვლისთვის აშტარაკი, ეჯმიაწინი, გარნისი და ჰრაზდანი აიღეს რევოლუციური ფედერაციის ძალებმა. 18 თებერვალს ფედერაცია ერევანში შევიდა. ბოლშევიკებმა და წითელმა არმიელებმა უკან დაიხიეს არტაშატში. იოჰანეს კაჭაზნუნი, ლევონ შანტი, ნიკოლ აღბალიანი და კიდევ 100 პოლიტიკური აქტივისტი და ინტელექტუალი ციხეებიდან გაათავისუფლეს.

ერევნის აღების შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმონ ვრაციანის თაოსნობით დაარსდა სამშობლოს ხსნის კომიტეტი, რომელსაც უნდა ემართა ქვეყანა ახალი მთავრობის ფორმირებამდე. კომიტეტმა მოსახლეობას 18 თებერვალს მიმართა და მოუწოდა ხალხს „დაიცვან წესრიგი და შეასრულონ კომიტეტის ყველა ბრძანება“. 42-დღიანი აჯანყების განმავლობაში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა არმიის ძალებსა და ბოლშევიკებს შორის. 27 თებერვალს ბოლშევიკებმა სცადეს ერევანზე შეტევა, მაგრამ 1 მარტს ისინი იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ორკვირიანი პაუზის შემდეგ ბოლშევიკურმა შენაერთებმა კვლავ შეუტიეს და 16 მარტს აიღეს არტაშატი, მაგრამ მეორე დღეს სომხეთის რევოლუციური ფედერაციის ძალებმა შეტევა დაიწყეს და ქალაქი დაიბრუნეს.

ბოლშევიკურმა ძალებმა, რომელთა რიცხვი დიდად აღემატებოდა რევოლუციონერებისას, დაიწყეს შეტევა 24 მარტს. მათ აიღეს აპარანი, კოტაიკი და შევიდნენ ერევანში 2 აპრილს. რევოლუციური ფედერაციის ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქის განადგურების თავიდან ასაცილებლად.

ომისშემდგომი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

,,სამშობლოს ხსნის კომიტეტი", არმიის ძალები და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე წავიდნენ ზანგეზურში, სადაც შეუერთდნენ გარეგინ ნჟდეს და შექმნეს მთიანი სომხეთის რესპუბლიკა. იგი საბოლოოდ აიღეს ბოლშევიკურმა ძალებმა 1921 წლის ივლისში. სომეხი ლიდერები გაიქცნენ სპარსეთში.[3][4]

თებერვლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ალექსანდრე მიასნიკიანი დაინიშნა სომხეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახლად შექმნილ მთავრობაში.

საერთაშორისო რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 თებერვალს კომიტეტმა გზავნილი გაუგზავნა პარიზში სომხურ დელეგაციას და მსოფლიო ძალების ლიდერებს (საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია), მაგრამ ის უპასუხოდ დარჩა. მესიჯი ასევე გაეგზავნა სომხეთის დელეგაციას ტფილისში. გზავნილს საქართველო 21 თებერვალს გამოეხმაურა, როდესაც ტფილისში სომხეთის საელჩო გაიხსნა. საქართველო საბჭოთა კავშირთან 25 თებერვალს დაეცა, რის შემდეგაც სომეხი აჯანყებულები მარტო დარჩნენ კავკასიაში ბოლშევიკური ძალების წინააღმდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А.Р.Астатсатриан, февральское восстание. «Родина», Бостон, 1965, № 9.
  • Ованнисян Ашот, Хамазкаин Кризис. Ереван, 1926
  • Александр Бекзадян, Письма, Статьи, Документы. Ереван, 1981
  • Chorbajian, Levon; Mutafian, Claude; Donabedian, Patrick (1994) The Caucasian Knot: The History and Geopolitics of Nagorno-Karabagh. Zed Books. ISBN 1-85649-287-7. 
  • Hovsepian, Yurik (1987). „1921 թ. փետրվարյան խռովության առաջացման պատճառների նենգափոխումը հայ բուրժուական պատմագիտության մեջ [The falsification of the beginning of February, 1921 mutiny in Armenian bourgeois historiography]“. Lraber Hasarakakan Gitutyunneri (სომხური) (4): 49–55. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-14. ციტირების თარიღი: 2021-10-26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hakobyan, Tatul. (2 April 2015) Ապրիլ 2, 1921թ. տխուր օր, որ չենք հիշում hy. ANI Armenian Research Center.
  2. Hakobian, A (1986) Soviet Armenian Encyclopedia Volume 12 (hy), გვ. 334. 
  3. Ավանտյուրա՞, Թե՞ Ապստամբություն․ Ինչ Տեղի Ունեցավ 1921 Թ․ Փետրվարին։
  4. 1921 թվականի Փետրվարյան ապստամբությունը։