პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა იემენში. დედაქალაქ სანაში 20 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში და ითხოვდნენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადაგომას, რომელიც ქვეყნის სათავეში 30 წელი იმყოფება (რადიო თავისუფლება).
მიმდინარე მოვლენები 4 თებერვალი, 2011 (2011-02-04) (პარასკევი)
სუდანის პრეზიდენტმა, ომარ ალ-ბაშირმა განაცხადა, რომ აღიარებს ქვეყნის სამხრეთის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს. აფრიკაში ახალი სახელმწიფოს შექმნის შესახებ 9 ივლისს გამოცხადდება (რადიო თავისუფლება).
მიმდინარე მოვლენები 8 თებერვალი, 2011 (2011-02-08) (სამშაბათი)
კამბოჯასა და ტაილანდს შორის წარმოქმნილი სასაზღვრო კონფლიქტი რეგიონის დიპლომატების შეშფოთების საგანი გახდა. კონფლიქტი უკვე ოთხი დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტის მიზეზია მსოფლიო მემკვდირეობის ძეგლი პრეაჰ-ვიჰეარის ტაძარი (ამერიკის ხმა).
მიმდინარე მოვლენები 9 თებერვალი, 2011 (2011-02-09) (ოთხშაბათი)
იემენში, ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად დაშავებულია სულ მცირე 4 ადამიანი (GHN).
არაბული ლიგის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ამრ მუსამ, სახელმწიფო მედიის ცნობით დღეს განაცხადა, რომ ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (რადიო თავისუფლება).