შინაარსზე გადასვლა

თებერვალი 2005

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< თებერვალი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
2005

2005 წლის მოვლენები:

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

  • 1 თებერვალიგორში აფეთქდა დანაღმული ავტომანანა, 3 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა. ამ ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.
  • 3 თებერვალითბილისში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია «სამხრეთი კავკასია — 21-ე საუკუნე».
  • 8 თებერვალი — ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალურად დასახელდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
  • 11 თებერვალი
    • ორ თვეში საქართველოში ახალი ქართული პასპორტები შემოვა. ისინი კვლავ საფრანგეთში იბეჭდება და მის დიზაინზე მხატვრები მუშაობენ.
    • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა თამაზ გამყრელიძემ პარასკევს პირველი სხდომა გამართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა.
  • 12 თებერვალისოხუმში გაიმართა ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის" სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია.
  • 13 თებერვალიქუთაისში შეიქმნა სერიოზული პრობლემები წყალმომარაგებაში: ქალაქი 5 დღით უწყლოდ დარჩა.
  • 15 თებერვალი — სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის სამინისტრო თებერვლის ბოლოდან რეზერვისტთა მომზადებას იწყებს. პირველი სამკვირიანი სწავლება ტყვარჩელის რაიონში ჩატარდება და იგი საბრძოლო სროლებით დასრულდება.
  • 16 თებერვალი
    • 55-ე საშუალო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის დირექტორის პარმენ მარგველაშვილის გათავისუფლების პროტესტის ნიშნად, აქცია გამართეს და მცირე ხნით საავტომობილო გზა გადაკეტეს.
    • ერევანში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარი განაცხადა საქართველოში ვიზიტის იმ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებდა ქართველ ჯარისკაცთა მემორიალის მონახულებას.
  • 17 თებერვალი
    • პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა: ზურაბ ნოღაიდელი — პრემიერ-მინისტრი, ვალერი ჩეჩელაშვილი — ფინანსთა მინისტრი, კოტე კემულარია — იუსტიციის მინისტრი, გიორგი პაპუაშვილი — გარემოს დაცვის მინისტრი. დანარჩენი მინისტრები დარჩნენ პოსტებზე.
    • პარლამენტმა შეიტანა ცვლილება კონსტიტუციაში: პარლამენტის წევრთა რიცხვი 235-დან 150-მდე შემცირდა (100 აირჩევა პროპორციული სისტემით, 50 — მაჟორიტარული).
    • საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტის ფორმატი მოულოდნელად შეიცვალა. თავდაპირველად ვიზიტი ოფიციალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ რუსი მინისტრი რანგით უფრო დაბალი — სამუშაო ვიზიტით ეწვევა თბილისს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ლავროვმა უარი განაცხადა პროტოკოლით გათვალისწინებული ერთი ღონისძიების გამართვაზე. კერძოდ, რუს მინისტრს არ სურს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკოს. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობისა და უბრალო მოქალაქეთა აღშფოთება გამოიწვია.
  • 18 თებერვალი
    • თბილისში შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სამუშაო ვიზიტი. განხილულ იქნა უპირატესი საკითხები, გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.
    • საქართველოს გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა ლევან ნიკოლაიშვილი.
  • 22 თებერვალი — საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დაასრულა მუშაობა თავის ახალ წიგნზე "ფიქრები წარსულსა და მომავალზე". ამჟამად მისი ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენეზე თარგმნა მიმდინარეობს. წიგნი 400-გვერდიანია და მასში მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებზეა საუბარი, კერძოდ: ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, გერმანიის გაერთიანება, საბჭოთა იმპერიის დანგრევა, აგრეთვე, 9 აპრილის მოვლენები და სხვა.
  • 23 თებერვალი — ხულოს რაიონის სოფელ პაქსაძეებში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისთვის, საავტომობილო გზა და საცალფეხო ბილიკები ჩახერგილია.
  • 25 თებერვალი — სოხუმში დაამტკიცეს სეპარატისტული ხელისუფლების ახალი მინისტრთა კაბინეტი, რასაც პირველი სერიოზული გართულება მოყვა. "ვიცე-პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა უკმაყოფილოა "პრეზიდენტ" ბაღაფშის საქციელით და აცხადებს, რომ ბაღაფშმა მხოლოდ ერთი მინისტრის დანიშვნისას გაითვალისწინა მისი რეკომენდაციები.
  • 28 თებერვალი
    • ბათუმს გრიგალმა გადაუარა. ქარიშხალს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ძლიერმა ქარმა დააზიანა შენობები და ნარგავები. ბათუმის ზღვისპირა პარკში ევკალიპტის 100-წლოვანი ხეები დაზიანდა.
    • სოხუმის ხელისუფლების შსს-ს ცნობით, ორშაბათს საღამოს სოხუმის შესასვლელთან, სოფელ აჩადარას მახლობლად დაუდგენელმა პირებმა "პრემიერ-მინისტრ" ალექსანდრ ანქვაბის მანქანა დაცხრილეს. ანქვაბი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
  • 8 თებერვალი — აშშ-ის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს განზრახული აქვს დსთ-ის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება უკრაინას და საქართველოს გაუწიოს. თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს უკრაინისთვის — 105,2 მლნ დოლარის, საქართველოსთვის კი 80,2 მლნ დოლარის გამოყოფა სთხოვა.
  • 11 თებერვალილუქსემბურგში გამოსვლისას აშშ-ს ახალმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
  • 24 თებერვალიბრატისლავაში გაიმართა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რაც დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა, კონკრეტულად საქართველოზე და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე არ უსაუბრიათ. ორივე ლიდერი პრინციპულად იცავდა თავის პოზიციას, თუმცა პუტინი თავის ამერიკელ კოლეგასთან შედარებით უფრო აღელვებულად და დაბნეულად გამოიყურებოდა.

ვიკიპედიის სიახლენი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]