თეა ადეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეა ადეიშვილი
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1974 (1974-01-22) (50 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ჟურნალისტი
აქტიური 1999–დღემდე

თეა ადეიშვილი (დ. 22 იანვარი, 1974) — ქართველი ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1974 წლის 22 იანვარს. 1991-1996 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1996-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიური აკადემიაში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ფონდ „ინტერნიუსის“ სერთიფიკატები ადამიანის უფლებების და არჩევნების გაშუქების სფეროში. 1999-2003 წლებში მუშაობდა „პირველ არხზე“. იყო გადაცემების „აუდიენციისა“ და „ალიონის“ კორესპონდენტი. 2003-2007 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედი“-ს გადაცემა „დროება“-ს კორესპონდენტი. 1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. ამჟამად მუშაობს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]