თეატრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეატრონი — ძველ ქართულში თეატრის ცნების აღმნიშვნელი სიტყვა. ტერმინი არის საბერძნეთიდან შემოსული და გამოიყენებოდა ქართული სიტყვის, „სახილველის“ პარალელურად. თეატრონიდან ნაწარმოები იყო ტერმინები: „სათეატრონე“ (სცენა), „მეთეატრონეობა“ (თეატრალური შემოქმედება, საქმიანობა) და „თეატრონის მოყვარული“. შუა საუკუნეებში ტერმინმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, თეატრონი იყო ადგილი, სადაც „სტანჯვიდან წმიდათა მოწამეთა ყოველთა დასანახველად“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]