თბილური დრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით VIს დირჰემი, XIII საუკუნის

თბილური დრამაVIII-XIV საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლის მონეტების აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება. ესენია:

  • VIII-X სს. ომანიანთა და აბასიანთა დირჰემები. ერთ მხარეზე გამოსახულია მუსლიმანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანის სახელწოდება და მოჭრის თარიღი, მეორეზე - ზედწერილები ყურანის სურებიდან.
  • თბილისის ჯაფარიანი ამირების ვერცხლის ფული. შუბლზე რელიგიური ფორმულაა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ, ზურგზე - ხალიფასა და ჯაფარიანი ამირას სახელები.
  • XIII საუკუნის 30-40-იანი წლების პირველი ანონიმური მონღოლური მონეტები. ა) მშვილდისა და ბ) მხედრის გამოსახულებითურთ და წარწერით "მონღოლთა დიდი ულუს-ბექი".
  • მანგუ-ყაენის დირჰემები. მუბლზე, ცენტრში არაბულად აწერია "მანგუ-ყაენი, უზენაესი, სამართლიანია", გარშემო - მოჭრის ადგილი, ზურგზე - მაჰმადიანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანა და მოჭრის თარიღი.
  • ყაანურები.
  • ქართულ-ჰულაგუიანური დირჰემები.
  • ქართველ მეფეთა დრამები: დავით VI ნარინისა (შუბლზე გამოსახულია ცხენოსანი მეფე, გეკსოგრამა: 6 ქიმიანი დავითის ვარსკვლავი (იუდაიზმის სიმბოლო), სახელის მონოგრამა და თარიღი ქორონიკონით, ზურგზე - დავითის სახელის შემცველი სპარსული ზედწერილი და მოჭრის ადგილი); დავით VII უკლუსი (შუბლზე მოთავსებულია დავითის სახელის შემცველი ზედწერილი და ზარაფხანის სახელწოდება. ზურგზე - მანგუ-ყაენის სახელის შემცველი ზედწერილი სპარსულ და მოჭრის თარიღი არაბულად); დავით VIII-ისა (შუბლზე აწერია ყაზან-ყაენის სახელის შემცველი ლეგენდა. ზურგზე - ქრისტ. ლოცვა არაბულად: "სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, ღმერთისა ერთისა" და დავითის მონოგრამა ქართულად, გარშემო მოჭრის თარიღი); ვახტანგ III-ისა (შუბლზე ყაზან-ყაენის სახელის შემცველი ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი აქვს, ზურგზე - ქრისტ. ლოცვა, ჯვარი და ვახტანგის სახელის მონოგრამა, გარშემო - თარიღი);
  • 1300-1355 წლებში მოჭრილი ილხანთა საერთო ჰულაგუიანური ტიპის დირჰემები. შუბლზე ილხანის სახელი და ეპითეტების შემცველი ზედწერილი აქვს, ზურგზე - შიიტური სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის ადგილი და დრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: