თბილისური ხმალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისური ხმალი — უქარქაშო ხმალი, მთლიანი სიგრძე - 95 სმ., პირი - 81,5 სმ. ნივთი 1941 წელს აგრაფინე ჭეიშვილისგან არის შეძენილი.

ხმლის პირი დამზადებულია დამასკოული ფოლადისაგან. ცალლესული, ორღარიანი, ოდნავ მოხრილი, აქვს 21 სმ. სიგრძის შაშარი (ორლესული პირი). პირის ორივე მხარეს ყუასთან ახლოს ვადიდან შაშარამდე ორ-ორი ღარი მიჰყვება. ზედა შედარებით ვიწრო, ხოლო ქვედა ფართო. ხმლის ღარებში ვიზუალური დაკვირვებით კარგად ჩანს დამასკული ფოლადის სტრუქტურა, რომელიც ხმალს თითქოს ორნამენტად მიუყვება. პირის ზედა მხარეს შტამპით რვაწახნაგიანი დამღაა შესრულებული. აღნიშნული ტიპის დამღები იმ თბილისელ ოსტატებს ეკუთვნოდა, რომლებიც XIX საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდნენ. დამღიდან გამომდინარე ასეთი ხმლები თბილისური ხმლების კატეგორიში ერთიანდება.

ხმალზე დაგებულია ფოლდის ვადაჯვარი, რომლის ზედაპირზე თითბის ზარნიშით შესრულებული ორნამენტის კვალი ჩანს, იკითხება გეომეტრიული ფიგურებიც. ტარი დამზადებულია ხისგან, რომელზეც გადაკრული უნდა ყოფილიყო შავი ტყავი, ტყავი დაზიანებულია. ტყავს ზემოდან გადაკრული აქვს დაბალი სინჯის ვერცხლის ორნამენტირებული სამი ფირფიტა, ვერცხლის ფირფიტითაა დაფარული ტარის მოხრილი ადგილი (ვაშლი). „ვაშლის“ ბოლო ორკაპაა და პირდაღებულ ცხოველს მოგვაგონებს. ტარის ზედაპირი, სალტეების გარშემო შეჭედილია 12 გობაკით. ასეთი ტარები ქართული ხმლებისთვისაა დამახასიათებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • Аствацатурян Э. Г., Оружие народов кавказа, Санкт-Петербург, 2004
  • Асхабов И.,Чеченское оружие, Москва, 2001
  • Горелик М.З., Ранний Монголъский Доспех (IX-первая половина XIVв) Новосибирск, 1987
  • Елашвили В.И., Парикаоба (Хевсурское фехтование), Тбилиси, 1956
  • Ленц Е. Е., О клеймах мастеров на оружии, Санкт-Петербург, 1911
  • Трубников Б.Г., Защитное Вооружение, Санкт-Петербург, 2004
  • აბაშიძე ბ. მითოლოგიის საკითხები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, თბილისი, 1978
  • გასიტაშვილი გ., „ხევსურული აბჯარი“ მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის ტ. IX, გვ 79-108, თბილისი, 1957
  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში, ტ., V, 1962