თბილისური ეზო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისური ეზო (ასევე იტალიური ეზო) — ქალაქ თბილისისთვის დამახასიათებელი სოციალურ-კულტურული სივრცე, რომელიც სპეციფიკური არქიტექტურის ეზოებში წარმოიშვა. კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი თბილისურ ეზოს ახასიათებს, როგორც „სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახების თანაცხოვრებით“ თბილისში წარმოშობილ სივრცეს.[1]

ვიკიციტატა
„სინამდვილეში იტალიური ეზო არ არსებობს, ეს თბილისური ეზოა. თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული. ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით“
(ცირა ელისაშვილი)

თბილისური ეზოების უმეტესობა, რომელიც თბილისში გვხვდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.[1]

თბილისური ეზოს ერთ-ერთი კარგად შემონახული მაგალითია მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი N148.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]