თბილისი 2015

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისი 2015 — პატარა ქალაქი თბილისის ზღვასთან, სადაც ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. თბილისში კონტინენტის 49 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენმა მოიყარა თავი. ევროპულ სტანდარტებზე მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა და აშენდა ოლიმპიური ქალაქი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ჩატარდა 2015 წლის 26 ივლისს.[1] 2010 წლის 27 ნოემბერს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე, ევროპის ოლიმპიური ოჯახის გადაწყვეტილებით, თბილისმა ჩეხეთის ქალაქი ბრნო ხუთი ხმით დააცილა ფესტივალის მასპინძლობას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფესტივალის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-07. ციტირების თარიღი: 2014-10-05.