თბილისი (ცთომილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).

თბილისი (Tiflis) — მცირე ცთომილი № 753. აღმოაჩინა გრიგოლ ნეუიმინმა 1913 წლის 30 აპრილს სიმეიზის (ყირიმში) ობსერვატორიაში, სახელიც მანვე უწოდა. თბილისის საშუალო მანძილი მზიდან 348,5 მლნ. კმ, მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი - 3,6 წ. საშუალო ვარსკვლავური სიდიდე 14,4.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]