თბილისის ჰურიათა ბაგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1782 წლის თბილისის რუკა
1785 წლის თბილისის რუკა

თბილისის ჰურიათა ბაგინითბილისში, ფეთხაინის უბანში მდგარი ერთ-ერთი პირველი ებრაული სალოცავი — სინაგოგა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანს დღემდე შემორჩა ფეთხაინის ანუ ბეთხაინის სახელი. შოთა ბოსტანაშვილი აღნიშნავს, რომ სასაფლაოს ერთ-ერთი განმარტება ებრაულ წყაროებში გვხვდება შემდეგი სახით: „ბეთ-ხაიმ — სახლი სიცოცხლისა, ან ცხოვრებისა“. გადმოცემის თანახმად, თბილისის ფეთხაინის უბანში ებრაელთა სასაფლაო მდებარეობდა და ამ სასაფლაოზე ებრაული სალოცავიც იდგა. ამას ადასტურებს 1785 წლის რუსი ოფიცრის პიშჩევიჩის და 1782 წლის თბილისის გეგმები, რომლებზედაც N44-ით აღნიშნულია სინაგოგა. იგი დაახლოებით დღევანდელი გომის ქუჩის II ჩიხთან იდგა, ბეთლემის მაცხოვრის შობის და კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიებს შორის. როგორც „მოკლე ებრაულ ენციკლოპედიაში“ ვკითხულობთ: „1795 წ. სპარსეთის შახის აღა-მაჰმად-ხანის ჯარმა მთლიანად ააოხრა თბილისი და ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოწყვიტა. იმ დროს სინაგოგაც დაიწვა, რომელიც რუსი ოფიცრის პიშჩევიჩის მიერ 1785 წელს შედგენილი ქალაქის გეგმის თანახმად გოგირდის აბანოების უბანში მდებარეობდა“. ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში „ქართველთ ებრაელნი საქართველოში“ წერს: „თფილისის ურიები ძველთაგანვე აქ მრავლად სცხოვრობდნენ... ძველად ებრაელნი თფილისში სცხოვრობდნენ სიონის ახლოს, ბეთხაინის აღმართზედ, დღესაც მათი ძველი თორა ამ კუთხეში სძევს. ამბობენ, რომ ძველი ბეთხაინი ამ კუთხეს ერქვაო, რადგან აქეთ ებრაელთა სასაფლავო იყო და ებრაელთა ბეთხაინიც ამას ნიშნავსო“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 30-31