თბილისის შემოსავლელი გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის შემოსავლელი გზა — საავტომბილი გზა, რომელიც იწყება დაბა ზაჰესიდან და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე მთავრდება. აიგო ტრანზიტული ტრანსპორტის გასატარებლად. გზის საერთო სიგრძეა 49 კმ. მშენებლობა 1982–1987 წლებში მიმდინარეობდა. სოფელი გლდანის ტერიტორიაზე, ღრმა ხევზე, 549 მ სიგრძის ესტაკადა ააშენეს. გზაზე 12 სახიდე გადასასვლელი და გზაგამტარია (საერთო სიგრძე —1075 მ.) განლაგებული. შემოსავლელი გზის სავალი ნაწილი დაფარულია ასფალტბეტონის საფარით, საერთო განფენილობაა 370 ათ. მ². თბილისში შემოსავლელი გზის მშენებლობა ძირითადად საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრომ (მინისტრი — ბორის სარალიძე) და ტრესტმა „საქჰიდროენერგომშენმა“ (მმართველი — მ. ცისკარიშვილი) შეასრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]