თბილისის საზაფხულო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის საზაფხულო თეატრი — თეატრი ძველ თბილისში. გაიხსნა 1870 წელს „ინჟინერთა ბაღში“, რომელიც მდებარეობდა ბარიატინსკისა და წყალსაზიდის ქუჩებს შორის. არქიტექტორი იყო ზალცმანი, მხატვარ-დეკორატორი კნოლი. „ქარვასლის თეატრის“ დაწვის შემდეგ მოხდა „საზაფხულო თეატრის“ ნახევრად ფიცრული ნაგებობის რესტავრაცია და 1875 წლიდან აქ უკვე ქართული და რუსული დრამატული თეატრისა და თბილისის ოპერის დასები გამოდიოდნენ. თეატრმა იარსება 22 წელიწადი. მის სცენაზე გამოდიოდნენ გამოჩენილი მუსიკოსები, მომღერლები, დირიჟორები, ინსტრუმენტალისტები,დრამატურგი მსახიობები. ამ სცენაზე დაიწყო თ. შალიაპინის კარიერა აღსანიშნავია რუსი კომპოზიტორის მ. იპოლიტოვ-ივანოვის ნაყოფიერი მოღვაწეობა საზაფხულო „საზაფხულო თეატრში“. 80-იანი წლებდან დაიწყო გატაცება მუსიკის მონუმენტური ფორმებით, სცენაზე აჟღერდა რიხარდ ვაგნერის მუსიკა. ამ თეატრში აღიზარდნენ ქართული თეატრის მოღვაწეები ვ. აბაშიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მარჯანიშვილი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]