თბილისის საბავშვო რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბავშვო რკინიგზაშპს საქართველოს რკინიგზის ფილიალი. 1935 წლის 24 ივნისს სერგო ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში (მუშთაიდი) საზაფხულო სეზონის დაწყებასთან ერთად გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. მატარებელი შედგებოდა ორთქლმავლის და სამი (მაგარი, სააგარაკო და საერთაშორისო) ვაგონისგან. რკინიგზა ააშენეს თბილისის რკინიგზის სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა რკინიგზელებმა. შემდეგ ისინი თვითონვე ემსახურებოდნენ მას. ამ მოვლენამ ფართო გამოხმაურება პოვა საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთ (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, მონღოლეთი და სხვა). მის მაგალითზე სსრ კავშირის სხვა ქალაქებშიც შეიქმნა საბავშვო რკინიგზები. მისი დირექტორია ა. რამაზაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]