თბილისის რეალური სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის რეალური სასწავლებელისაშუალო სკოლა, რომელიც მოსწავლეებს საწარმოო და ტექნიკურ ცოდნას აძლევდა.

კურსდამთავრებულებს შეეძლოთ სწავლის გაგრძელება ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლებში. რეალური სასწავლებელი თბილისში გაიხსნა 1874 წელს საქალაქო სკოლის ბაზაზე ავლაბარში. ასწავლიდნენ საღვთო რჯულს, რუსულ ენას, ახალ ენებს (გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურს), გეოგრაფიას, ისტორიას, მათემატიკას, ფიზიკას, ბუნებისმეტყველებას, ხატვას, ხაზვას, მართლწერას, საქმის წარმოებას. რეალური სასწავლებლის ჰქონდა ერთწლიანი მოსამზადებელი განყოფილება 6 კლასი და მე- 7 კომერციული კლასი. ყოველ წელს იღებდნენ 70-80 მოსწავლეს. 1890 წელს სწავლობდა 346 ახალგაზრდა, 1908 წელს — 673, 1916 წელს — 686. რეალური სასწავლებლის მოსწავლეებს მეტსახელად „რელისტებს“ ეძახდნენ. დაარსებიდან 1917 წლამდე მუშაობდა, შემდეგ დაიხურა. რეალური სასწავლებელი დაამთავრა 2600-ზე მეტმა ახალგაზრდამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 248