თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრისაქართველოში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი და საორგანიზაციო-მეთოდური ცენტრი ონკოლოგიაში, სამედიცინო რადიოლოგიასა და რენტგენოლოგიაში. დაარსდა როგორც ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი 1997 წელს ონკოლოგიის და სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების რესპუბლიკურისა და თბილისის ონკოლოგიური დისპანსერების გაერთიანებით. ცენტრს ხელმძღვანელობდა პროფესორი ლ. შარაშიძე (1977–88), 1988 წლიდან ცენტრის დირექტორი იყო რ. ვეფხვაძე, ხოლო 1999 წლიდან ცენტრში შექმნილი ( სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე — პრეზიდენტი. 1993 წლიდან ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, ატარებს ა. ღვამიჩავას სახელს. ცენტრის სტრუქტურაშია 18 კლინიკური, 6 ექსპერიმენტული განყოფილება, 9 დიაგნოსტიკური ლაბორატორია. ცენტრი მუშაობს შემდეგ - პრობლემატიკაზე; ავთვისებიანი სიმსივნის ეტიოპათოგენეზი, სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკა, ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული, კომბინირებული და კომპლექსური მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო ახალი შენაერთების შემუშავება, ავთვისებიანი სიმსივნის ეპიდემიოლოგია და კიბოს საწინააღმდეგო ბრძოლის ორგანიზაცია, სამედიცინო რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის მეცნიერული საფუძვლები. სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების ადრეული დაგნოსტიკისა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისთვის დანერგილია რამდენიმე კომპლექსური ბიოქიმიური ტესტი. სიმსივნის ეპიდემიოლოგიისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ბრძოლის ორგანიზაციის აქტუალური საკითხების შესწავლის საფუძველზე შემუშავებულია რიგი რეკომენდაციები და ღონისძიებები. საქართველოს მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის შესწავლამ გამოავლინა ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელება სამხარეო პათოლოგიათა ადმინისტრაციული რაიონებისა და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით. დამუშავებულია ქალთა ღრმა პროფილაქტიკური გასინჯვის ახალი ორეტაპიანი ფორმა, რომელიც მიმართულია ქალთა გენიტალიის კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს ადრეული გამოვლენისთვის. მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შემუშავებული და დანერგილია სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული ფორმების დროს თერმოდიაგნოსტიკის მეთოდი ელექტრონულ-გამოთვლითი მანქანების გამოყენებით. ტარდება მეცნიერული კვლევა სამედიცინო რენტგენო-რადიოლოგიაში. კერძოდ, თერმოგრაფიის როლის შესწავლა სხივური თერაპიის დაგეგმარებისა და კორექტირებისთვის. ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში შემუშავებული და დანერგილია რეკონსტრუქციული ოპერაციები. ექსპერიმენტული ონკოლოგიის განყოფილებაში, პირველად მსოფლიოში, მიღებულია მაიმუნების საყლაპავის, კუჭის, თირკმლების და ნერვული სისტემის სიმსივნის მოდელები. შვილი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრს დამყარებული აქვს საერთაშორისო კონტაქტები სანქტ-პეტერბურგის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან იტალიის ქალაქ გენუის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრთან, გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის ბავშვთა კლინიკასთან და აშშ-ის კიბოს ნაციონალურ ცენტრთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]