თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი — დაარსდა 1934 წელს თვითმოქმედი კოლექტივის „მუშკოოპთეატრის“ ან ლურჯხალათიანთა თეატრის ბაზაზე.

თეატრის ორგანიზატორები იყვნენ მ. ჭიაურელი და დ. ძნელაძე. 1947 წელს თეატრს მიენიჭა ვ. აბაშიძის სახელი. თავდაპირველად თეატრის დასში იყვნენ: მსახიობები — მ. მესხი, თ. ფერიაშვილი, შ. ოსეფაშვილი, ვ. გერსამია, მ. დრეიძე, ი. უგულავა, დ. მესხი, ნ. ხურცია, მ. ციციშვილი, ე. ჯალიაშვილი, ა. მეწუღიშვილი, ნ. მოსეშვილი, ვ. სალარიძე, ვ. ციმაკურიძე, ი. ჯორჯაძე, ბ. იანვარაშვილი, ნ. თულიაშვილი, პ. სუხიშვილი, ნ. ანდრონიკაშვილი და სხვა. რეჟისორები — გ. ფრონისპირელ-ყიფშიძე და გ. რობაქიძე. თეატრის პირველი კონცერტმაისტერი იყო ა. მაჭავარიანი. თეატრის პირველ საეტაპო დადგმად ითვლება მოლიერის „სკაპენის ოინები“ (1935, რეჟ. მ. ჭიაურელი). 1938 წელს თეატრის სცენაზე დაიდგა პირველი ქართული მუსიკალური კომედია — ვ. კურტიდის „ხაჯარათი“ (მ. ლაკერბაის პიესის მიხედვით, რეჟ. მ. ჭიაურელი და დ. ძნელაძე, მხატვარი ი. შტენბერგი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]