თბილისის მინიატურების თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის მინიატურების თეატრითეატრი, რომელიც დაარსდა 1975 წელს. 1962 წლიდან საქართველოს ფილარმონიასთან არსებობდა მინიატიურების ანსამბლი, რომელიც 1968 წლიდან გადაკეთდა მინიატურების თეატრად, ხოლო 1975 წელს გამოეყო ფილარმონიას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თეატრი. მნიშვნელოვანი დადგმები ა. გელოვანისა და თ. ჩანტლაძის სატირულ-იუმორისტული სპექტაკლები: "სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად" (1962, რეჟ. რ. სტურუა), "მხოლოდ სიცილით" (1963, რეჟ. ა. კვანტალიანი), "ზოგიერთის მზის დაბნელება საქართველოში" (19+74, ღეჟ. ა. გელოვანი, თ. ჩანტლაძე), "გამარჯვების ღიმილი" (1977, რეჟ. თ. აბაშიძე), "ეშმაკის კუდი" (1978, რეჟ. ლ. მირცხულავა), ე. დე ფილიპოს, მ. ბერკეეს და სხვა "ფული და სიყვარული" (1976, რეჟ. თ. აბაშიძე), "ლუარსავ თათქარიძე" (1979, ინსცენირება ზ. რცხილაძისა და თ. ჩანტლაძის, რეჟ. ლ. მირცხულავა) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]