თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი[1]
ლათ. Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს კათოლიკე ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კურთხევის წელი 1803
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გოთიკური არქიტექტურის ელემენტები
ფასადის მიმართულება დასავლეთისაკენ
თარიღდება 1804 წლით
მშენებლობის ფასი 1804 წ. 6,000 მანეთი და 1286 პიასტრი ავსტრიიდან
დეტალები
სიმაღლე (მაქს.) 23 მ

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური (სამეუფო) ტაძარი (ლათ. Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis/Triphelisis), აგრეთვე თბილისის კათოლიკური ეკლესიასაქართველოში კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური საკათედრო ტაძარი, რომელიც თბილისის[2] გ. აბესაძის ქუჩის მე-4 ნომერში მდებარეობს.[3][4] 1801 წლის, რუსეთის მიერ საქართველოს ასიმილაციის, შემდეგ რუსეთის მეფე ალექსანდრემ თბილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს კათოლიკური ეკლესიის აშენების ნება დართო და 1804 წელს კაპუცინის ქუჩაზე ეკლესია ააშენეს. ამ ქუჩაზე ფართი და 6,000 მანეთი გამოუყეს კათოლიკეებს. მშენებლობაში ავსტრიის მონარქმაც შეიტანა წვლილი 1286 პიასტრის სახით. XIX საუკუნეში ეკლესია უფრო გაფართოვდა.

1937 წელს ეკლესია გაუქმდა, ხოლო ხელახლა 1999 წლის 15 აგვისტოს, რომის პაპის იოანე პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის დროს, ამოქმედდა.

დღეს ტაძარში წირვა მხოლოდ ქართულ ენაზე აღევლინება რომაული კონდაკით.

ტაძარში ბევრი ვიტრაჟი და წმინდანთა ქანდაკებებია, მათ შორის წმ. იოსების, წმ. ტერეზა ლიზიელისა და წმ. ნინოს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სრული სახელი აღნიშნულია ეკლესიის ბროშურაში
  2. Moloney, Francis J. (2008-01-01). Life of Jesus in Icons: From the "Bible of Tbilisi" (en). Liturgical Press. ISBN 9780814632376. 
  3. Burford, Tim (2015-10-05). Georgia (en). Bradt Travel Guides. ISBN 9781841625560. 
  4. Guide, The Catholic Travel. Catholic churches in the Country of Georgia. ციტირების თარიღი: 2016-05-20