თბილისის იტალიური ოპერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თბილისის იტალიური ოპერაXIX საუკუნის დასაწყისში მოიპოვა რა მშვიდობა საქართველომ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით, საქართველოში მოავლინეს მიხეილ ვორონცოვი, რომელიც იყო ძალიან ჭკვიანი და შორსმხედველი პოლიტიკოსი. ის ხედავდა რა ქართველებში ხელოვნებისადმი დიდ სიყვარულს, უყოყმანოდ დათანხმდა თბილისში თეატრის მშენებლობაზე და აშენდა იმ დროისთვის უზარმაზარი დროებითი თეატრის შენობა სახელად „ქარვასლა“.

თბილისის თეატრს ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ეწვია 1858-1859 წლებში. ის აღფრთოვანებული წერდა:

ვიკიციტატა
„ვაღიარებ, რომ შემექმნა ძალიან დიდი შთაბეჭდილენა ნანახის გამო, რომ ჩემს წინ იდგა შენობა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა პომპეის დარბაზებს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ თბილისის თეატრი არის მიმზიდველი და ლამაზი, რაც რამ ოდესმე მინახავს ცხოვრებაში.“

იმ დროისათვის, თეატრალური მოედანი იყო სიცოცხლით სავსე ადგილი, რომლის მიმდებარე ქუჩებზე უამრავი დუქნები და სახელოსნო „ლავკები“ (ჯიხურები), რომელიც წარმოადგენდა მთავარ სავაჭრო ადგილს. თბილისი იმ დროისათვის წარმოადგენდა ძალიან ძლიერ აღმოსავლურ კულტურულ ცენტრს. მისი მოსახლეობა იყო 60 000 სული.

პირველი ოპერის თეატრის არქიტექტორი იყო გ. გაგარინი. თეატრი აშენდა 1851 წლის ნოემბერს და დასრულდა 1852 წლის თებერვალს. იგი იყო გათვლილი 800 ადამიანზე, და მდებარეობდა ცენტრალურ მოედანზე (დღევანდელ თავისუფლების მოედანზე). მასში დღეს ისტორიის მუზეუმია განთავსებული. თეატრის გახსნასთან დაკავშირებით გამოცდილების მიზნის მიღებით საზამთროდ მოწვეულ იქნა იტალიური დასი ქალაქ ქერჩიდან, რომლის ხელმძღვანელი იყო ანტრე პრენერი, ხოლო დირიჟორი - ბარბერი. იმ დროისათვის ისინი წარმატებულად მოღვაწეობდნენ სამხრეთ რუსეთის და კიევის ოლქებში. პირველი თეატრალური მსახიობნი იყვნენ რუსეთის ქალაქ ტაგანროგიდან მოწვეული ჯგუფი 16 სოლისტით და 6 ოპერის მომღერალით. ჯგუფი შედგებოდა 24 არტისტისგან. თეატრალური სეზონები დატვირთული იყო მაშინდელი დროისთვის ცნობილი იტალიური ოპერებით - „ლუჩია დი ლამერმური“, „ნორმა“, „სიყვარულის სასმისი“ და სხვა.

1874 წლის ოქტომბერი იდგა. დიდი ანშლაგით მიდიოდა ოპერა „ნორმა“. გაჩირაღდნებული თეატრის დარბაზი სავსე იყო და გარეთაც ძალიან ბევრი დარბაზში შესვლის მსურველი იდგა. ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა, „ხანძარი!“ მაყურებელი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა თეატრიდან. რამდენიმე საათში ხანძარმა თითქმის მთლიანად ჩაყლაპა დიუმას მიერ ნაქები ოპერის თეატრი. თუმცა ამით თბილისის თეატრალურ-მუსიკალური ცხოვრება არ მომკვდარა; მან გადაინაცვლა პატარ-პატარა დარბაზებში (მუშტაიდის ბაღი, „სან-სუსი“, „მონ-პლეზირი“ და სხვ.), სადაც თავდაპირველად მხოლოდ თეატრალური ნაწყვეტები იდგმებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Итальянская опера в Тифлисе, Тбилиси 1997