თბილისის ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლათბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა, 11-წლიანი საშუალო სამუსიკო სკოლა, რომელიც იძლევა სრულ საშუალო სპეციალურ (სამუსიკო) განათლებას და კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარების, აგრეთვე ორკესტრანტებად და კონცერტმაისტერებად მუშაობის უფლებას. სკოლა კონსერვატორიის სტუდენტთა, პედაგოგთა და პროფესორთა მომზადების ბაზაა. სახელმწიფო დაფინანსებაზეა, ექვემდებარება საქართველოს კულტურულ სამინისტროს. 2000 სკოლაში იყო საფორტეპიანო, საორკესტრო (ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტების), თეორიული და საგუნდო-სადირიჯორო განყოფილებები; სწავლობდა 700 მოსწავლე, მუშაობდა 278 პედაგოგი და კონცერტმაისტერი (მათ შორის 4 პროფესორი, 5 დოცენტი). სახელოვან სკოლადამთავრებულთა იანო ალიბეგაშვილი, ე. ჭყონია, მ. შამუგია, თ. ჯავახიშვილი, ა. ვასაძე და სხვა. 1978 წლიდან დირექტორია თ. ბუაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ.460