თბილისის დედა ციხის (ნარიყალის) არქეოლოგური გათხრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის დედა ციხის (ნარიყალის) არქეოლოგური გათხრები — სისტემატიური არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1966 წელს შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით. ციხის ზღუდეთა და გოდოლთა პერანგს ჭრელი აღნაგობა აქვს იმის გამო რომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მის ხელში ჩასაგებად წარმოებული ბრძოლების შედეგად მრავალჯელ არის დანგრეული, დაზიანებული, აღდგენილი და გადაკეთებული.

ტაძრის მშენებლობისთვის გამოყენებულია შუა ფეოდალური მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკა. აღმოჩენილია გვიანი ფეოდალური ხანის ნამუშევრები, მოჩუქურთმებული ნივთები და ქვათლილებით შემოსილი ნაშთი. კედლები ფრესკით იყო მოხატული, ეს უნდა იყოს ვახუშტისეული ეკლესია გუმბათიანი.

აღნაგობით და მორთულობით ეს ტაძარი მეტეხის ტაძრის ორეულია. დედა ციხის ტაძარს ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს. ნაშენებია ქართული აგურით და დაკუთხული ქვებით. შესწავლისას კედლების ზედა ნაწილები და გუმბათი შიგნით იყო ჩაქცეული. შენობა გარედან ღია ფერიის ქვათლილებითაა შემოსილი. ეკლესიას ეტყობა ცეცხლის, აფეთქების კვალი, რაც მეტყველებს იმაზე რომ მაჰმადიანი დაპყრობლები ამ შენობას სხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. ასევე აღმოჩენილია სხვა აგურის ნაგებობებიც, ერთი შიგნიდან კარგადაა შელესილი.

დედა ციხეზე მრავალრიცხოვან საგანთა შორის ნაპოვნია მოუჭიქავი კრამიტი, ცისფრად მოჭიქული კრამიტი და შორენკეცები, ფაინსისა და ფაიფურის მდირული ჭურჭელი, მინის ჭურჭელი, ქალის ძვირფასი ფეხსაცმელი, სატყორცნი ბირთვები, ნაწილი ციხის მარაგს ეკუთვნოა ნაწილი შემოტევების დროს დარჩა. ასევე აღმოჩენილია რკინის ხელსაწყოები, თიხის ყალიონები, სპილენძის მონეტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 506, თბ., 2002