თბილისის გერმანელთა საკრებულო
იერსახე
თბილისის გერმანელთა საკრებულო — თბილისის გერმანელ კოლონისტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. დაარსდა 1852 წლის 1 იანვარს, საკრებულოს ხელმძღვანელობდნენ მამასახლისები, რომელთაც ყოველწლიურად ირჩევდნენ ფარული კენჭისყრით.
საკრებულო თავისი წევრებისათვის აწყობდა სხვადასხვა სახის საღამოებს, მეჯლისებს. საზეიმო შეხვედრები იმართებოდა მხოლოდ გერმულ დღესასწაულებთან დაკავშირებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.