თბილისის გეგმა (ვახუშტისა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თბილისის ვახუშტისეული გეგმავახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი ქალაქ თბილისის გეგმა. ეს გეგმა მოთავსებულია ვახუშტის 1735 წლის ატლასში ჩანართის სახით ქართლის რუკის ტაბულაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის გეგმათა შორის ვახუშტისეული გეგმა ქრონოლოგიურად პირველია. იგი ასახავს თბილისის მდგომარეობას „ოსმალობის“ წინ, ე.ი. მაქსიმალურ საზღვრებში, რომელსაც მიაღწია დედაქალაქმა XVIII საუკუნის დასაწყისში. გეგმა დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში (ფონდი H, № 2079). გეგმას ერთვის ვახუშტის მიერ შედგენილი ექსპლიკაცია (განმარტება), რომელიც ცხრა სვეტშია მოქცეული და შეიცავს 65 აღნიშვნას არაბული ციფრებით და 16 ნომერს ქართული ასორიცხვებით. მოცემულია აგრეთვე პირობითი ნიშნების განმარტება. გეგმაზე ასევე დატანილია გზებისა და ტბის აღმნიშვნელი 10 წარწერა. ერთადერთი ობიექტი, რომელიც ავტორს უნომროდ დარჩენია, არის განჯისკარი. მის ადგილას გეგმაზე დასმულია წრე, ციფრის ჩასმა კი ვახუშტის გამორჩენია. განჯისკარი გამორჩენილია ექსპლიკაციებშიც. ვახუშტის გეგმაზე საერთოდ არაა დატანილი აბანოს კარი, რომელიც კალას სეიდაბადთან აკავშირებდა.

ვახუშტის გეგმას ქრონოლოგიურად მოსდევს პიშჩევიჩის 1785 წლის გეგმა, რომელიც უკვე ოსმალობა-ყიზილბაშობის პერიოდის დასრულების შემდეგ ხელახლა აღდგენილი ქალაქს გამოხატავს.

გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგმის ვახუშტისეული დედანი
რედაქტირებული ვერსია (1990 წ.), სადაც გეგმაზე დატანილი ვახუშტისეული 10 აღნიშვნა ჩანაცვლებულია არაბული ციფრებით: 66 – კუმისის გზა; 67 – კოჟრის გზა; 68 – კოჟრის გზა; 69 – ბაღების გზა ყარაისა; 70 – კახეთის გზა; 71 – შუატბის გზა; 72 – ლილოს გზა; 73 – მახათა; 74 – ავჭალის გზა; 75 – ზედა გზა

ვახუშტისეული ექსპლიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეფის სასახლე
  2. დედოფლის სასახლე
  3. კარის საყდარი
  4. მეფის მოედანი
  5. ბატონიშვილის სასახლე
  6. ანჩისხატი
  7. ამილახვრის სახლი
  8. ბატონიშვილის სახლი
  9. ლუარსაბისა
  10. მუხრან ბატონისა
  11. სიონი
  12. თბილელის ქარვასლა
  13. მელიქის ქარვასლა
  14. მეფის ფუნდუკი
  15. ციხის მოედანი
  16. ნიკოლოზის საყდარი
  17. ციხის საყდარი
  18. მაღალი ციხე
  19. სტამბოლის გოდოლი
  20. შაჰის ტახტი
  21. კოჯრის კარი
  22. დიღმის კარი
  23. მეიდნის კარი ხიდით
  24. ქვემო კარი ხიდით
  25. ვანქი
  26. სასაფლაო სომეხთა
  27. მეიდნის სასახლე
  28. მეიდანი ანუ ასპარეზი
  29. ყაიბულას ბაღი
  30. საბაზიერო მეფისა
  31. სასაფლაო თათრისა
  32. ციციშვილის სახლი
  33. ქაშვეთი
  34. კალოუბანი
  35. არაგვის ერისთავის სახლი
  36. სომხის საყდარი
  37. ბეჟანის ქარვასლა
  38. მამასახლისის ბაღი
  39. დედოფლის ბაღი
  40. მეფის დიდი ბაღი
  41. ამარათი
  42. თბილელის ბაღი
  43. სალალაკის წყალი
  44. იშუტრუქი
  45. მთაწმინდა
  46. ტფილისის ხიდი ციხიდამ
  47. ტფილისის ბაღი სეიდაბადისა
  48. ხალანგარი
  49. მთაბორი
  50. თათართა საფლავი
  51. ციხის ბაღი
  52. ოქუანთ ხიდი
  53. წავკისის წყალი
  54. კრწანისის ბაღი
  55. მეტეხი ციხით
  56. ავლაბარი, ისანი
  57. სომხის საყდარი
  58. ბერძნის საყდარი
  59. მელიქის საყდარი
  60. ბებუთას ბაღი
  61. სომხის საყდარი
  62. ჩუღურეთი
  63. კვირაცხოველი
  64. ახალსოფელი
  65. ახალი ბაღი მეიდნისა

ა. კალა ანუ ტბილისი

ბ. მამასახლისის საყდარი

გ. სომხის საყდარი

დ. ლათინთ საყდარი

ე. ბეჟანას ბაღი

ვ. მოღნისი

ზ. კლდის უბნის საყდარი

ც. ციხე დაბალი

თ. მაღალი ციხე

ი. სეიდაბადი ანუ ტბილისი

ია. ხიდი ავლაბრისა

იბ. გარეთუბანი

იგ. ავლაბრის კარი

იდ. მდინარე მტკვარი

... გზა

III ღელე

იე. თხრილი

გორა

ივ. ფრანგის საფლავი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თბილისის ისტორია, ტ. 1: თბილისი უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, გვ. 317-318, 459 / [შემდგ.: გ. აფრასიძე, მ. ბადრიძე, ელ. ქაჯაია] / საქ. სსრ მეცნ. აკად., ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი ; [სარედ. კოლ.: მ. დუმბაძე (მთ. რედ.) და სხვ.] - თბ.: მეცნიერება, 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]