თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი — სამკურნალო-დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება თბილისში. კურორტის სერვისები ეფუძნება თერმულ-გოგირდოვან მინერალურ წყლებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახს და ფიზიოთერაპიულ ფაქტორებს.
დაარსდა 1938 წელს. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ისტორიულ უბან ხარფუხში. კურორტის ძირითადი შენობა სამსართულიანია (არქიტექტორები: ი. ჟიტკოვსკი, მ. კალაშნიკოვი, ბ. კარბინი), ვესტიბიულის ორივე მხარეს შიდა ეზოებია, რომელთა ირგვლივ განლაგებულია სააბაზანოები, სამკურნალო და დამხმარე სათავსოები. კომპლექსის ბირთვს წარმოადგენს შიდა ეზო, რომელსაც მთელ პერიმეტრზე კოლონადა გასდევს. 1998 წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი იყენებს სულფიდურ-თერმული და ჰიპერთერმული ჯგუფის წყალს (30–470°C), ასევე კუმისის ტბის ლამის და ახტალის ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახს. სამედიცინო და ბალნეოლოგიური მიმართულებების გარდა კურორტის ბაზაზე მოქმედებს ასევე ე.წ. „ველნეს სპა“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი — ოფიციალური ვებგვერდი