თბილისიმარათონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისიმარათონი

საქველმოქმედო საზოგადოებრივ-სპორტული ღონისძიება
მასპინძელი ქალაქი თბილისი
მონაწილე სპორტსმენები პროფესიონალები, მოყვარულები, უცხოელი სტუმრები (16 +)
გახსნა 28 ნოემბერი, 2012

„თბილისიმარათონი“ — საქველმოქმედო ხასიათის ნახევარმარათონი (21,0975 კმ), რომელიც ყოველწლიურად ტარდება თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება იმართება კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით. „თბილისიმარათონის“ მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თბილისიმარათონი“ პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ნახევარმარათონში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, უცხოელი სტუმრები, საელჩოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენელები. მონაწილეებმა 21,0975-კილომეტრიან და 5-კილომეტრიან დისტანციაზე ირბინეს.

„თბილისიმარათონზე“ დაფიქსირებული რეკორდი 1:14:00 საათს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]