თბილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილელი — თბილისის ეპარქიის საჭეთმპყრობელი -ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი).

ეპისკოპოსი თბილისს V საუკუნის. მიწურულს უკვე ჰყავდა, რის დასტურიცაა ის, რომ ეპისკოპოსთა შორის ნახსენებია „საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისის“ („ეპისტოლეთა წიგნი“) VII საუკუნის დამდეგს ქართული და სომხური ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების დროს ქართლის კათალიკოს კირიონის გვერდით ეპისტოლეთა წიგნში ხშირად იხსენიება პეტრე ეპისკოპოსი, რომელიც, ზ. ალექსიძის ვარაუდით, თბილისის ეპისკოპოსი უნდა იყოს. ამის შემდეგ თბილისის ეპისკოპოს ვეღარ ვხვდებით, რაც, ერთი მხრივ განპირობებულია თითქმის 400 წლის მანძილზე თბილისის მაჰმადიანთა ხელში ყოფნით და, მეორე მხრივ, იმით, რომ ჩვენამდე ამ საისტორიო. წყაროებს არ მოუღწევია. ყოველ შემთხვევაში, VII-XII საუკუნეებში. ჩვენამდე მოღწეული ქართული და უცხოენოვანი საერო და საეკლესიო. ლიტერატურა თბილისის ეპისკოპოსის შესახებ არავითარ ცნობას არ გვაწვდის. 1259 წელს შედგენილ რკონის სიგელში დასახელებულ მოწმეთა შორის, მოხსენიებული:

ვიკიციტატა
„... მდაბალი გრიგოლ ტფილელი.“

ასევე, 1250-1260 შედგენილ შიო-მღვიმის სიგელში ისევ მოწმეთა შორის იხსენიება ,, იოანე თბილელი’’ (ქრონიკები,II). ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქის ეპისკოპოსს თ-ის სახელით ვხვდებით.

საქართველოს საეკლესიო იერარქიის გათვალისწინებით, მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის XIIIს. ,,განგება დარბაზობისა’’. ძეგლში აღწერილია სას. პირთა უფროს-უმცროსობისა და ხარისხის მიხედვით დაჯდომის წესი: ,,რაჟამს იკურთხოს მეფე და დაჯდეს ტახტსა ზედა, ეპისკოპოსნი ამ წესით დასხდნენ:1. ბრძანოს ქართლის კათალიკოზმან და მარჯუნით მეფისა, ტახტსა ზედა მოკიდებით, ნატით და ბალიშითაა... 29. შემოვიდეს ტფილელი და დაჯდეს ხარჭაშნელის ქუემოთ .გარდა იმისა, რომ მოყვანილ ძეგლში თ. სიით 29-ეა, მას ჯდომისას არ ეკუთვნის სამღვდელო პირთა პრივილეგირებული მდგომარეობის გამომხატველი არც ნატი და არც ბალიში. თბილელის ასეთი ,, დამცრობა’’, რასკვირველია, იმ ისტორიული სინამდვილის ასახვაა, რაც თბილისმა განიცადა საუკუნეების მანძილზე, კერძოდ, ქალაქის მიერ ქვეყნის დედაქალაქობის სტატუსის დაკარგვა...XIII საუკუნის წერილობით ძეგლში ქალაქის ეპისკოპოსის „თბილელის“ ზედსახელით მოხსენიება სულაც არ ნიშნავს , რომ მანამდე, თუნდაც XII საუკუნე-ში, ასეთი ზედსახელი არ არსებობდა.

იყო შემთხვევები, როცა თბილელი კათალიკოსს შეურისხავს.1427-1435 „ერთგულების წიგნი“ გვაუწყებს: „... ესე წიგნი გკადრეთ ... თქუენ, წმიდასა მეუფეს... ქართლისა კათალიკოზსა თეოდორეს ძე, მანგლელ თბილელ მთავარებისკოპოზმან იოანე, მას ჟამსა, ოდეს გამიწყერ და ომფორი წამიღე და მერმე კიდევ მიბოძე...“(ქართული სამართლის ძეგლები).დამოწმებული საბუთებიდან არ ჩანს, თუ რამ გამოიწვია კათალიკოსის გულისწყრომა, რომელსაც იოანესათვის ჩამოურთმევია ეპისკოპოსის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგალია -ომფორი- ეპისკოპოსთა მხართმოსახვევი. ბომფორის ჩამორთმევა კი ეპისკოპოსის თანამდებობიდან ჩამოგდების ტოლფასი იყო. აღსანიშნავია, რომ თუ ზოგადად ეპისკოპოსს საეკლესიო კრება ანდა კათალიკოსი ირჩევდა და ნიშნავდა, თბილელობის მოშლა და ბოძება მეფის უფლებებში შედიოდა, ვინაიდან თბილელი იყო სამეფო ქალაქის ეპისკოპოსი

ვიკიციტატა
„ „... თბილელობა შეცვლილიყო და მოგეჭირვა პატრონსა წინაშე და სულ კურთხეულსა მეფესა კოსტანტინეს ახლად გაეჩინა...““

.თბილელობა რომ მეფე იძლეოდა, ამის დამადასტურებელია ქართლის მეფის სიმონ II-ის მიერ 1628 სიონის ეპისკოპოსის ელისე საგინიშვილისადმი გაცემული წყალობის წიგნი:

ვიკიციტატა
„“... ჩუენ მეფემან ... სვიმონ ესე წყალობისა წიგნი მოგახსენეთ თქუენ, ეპისკოპოს პატრონს ელისეს მას ჟამსა, ოდეს მოგვიდექით კარსა და თბილელობასა დაგვაჯენით. ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგახსენეთ თბილელობა, ასრე რომე: რაც სიონთა ღმრთისმშობელს ქალაქს ან ვაჭარს ჰყოლოდეს შეწირულიდა ან ქულბაქი, ან საბარათაშვილოში და ან ქართლში ჩუენც შეგვიწირამს უკლებად და თბილელობა თქუენთვის გვიბოძებია““

1701 საბუთში საუბარია კათალიკოს ევდემოზსა და თბილელ მიტროპოლიტ დომენტის შორის ქალაქის სამწყსოზე უფლება-მოვალეობების გამიჯვნის შესახებ. ქალაქი თბილელის სამწყსოა, სხვას ხელი არ მიუწვდებოდა მომსახურებასა და მათ საწირავზე. კათალიკოს დომენტის მიერ 1710 წელს გაცემული წიგნი პავლე თბილელისადმი ამბობს:“...კათალიკოზ პატრონმა დომენტიმ ესე წიგნი მოგეცით, თქვენ თფილელ მიტროპოლიტს პავლეს, ესე რომ... რაც მეფის ყმა იყოს ქართველი კაცი ან დედოფლის ყმა იყოს ან ბატონიშვილის ყმა იყოს და ან დარბაისელთა- ყველა თქვენი სამწყსო არის ან რაც სადედოფლო საყმო ჩვენს დეკანოზს უჭირავს.“

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დიდძალი მოძრავი და უძრავი ქონების მფლობელი იყო როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თბილისში და მის გარეთუბანში თბილელის კუთვნილებაში არსებული ქონებიდან აღსანიშნავია თბილელის აბანო, ბაღი, ქარვასლა და სხვ. მეფის ქარვასლა XVIIსაუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოს გადავიდა სიონის ღვთისმშობლის საყდრის მფლობელობაში და ამიერიდან მას თბილელის ქარვასლას ეძახდნენ. ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით , XV საუკუნის 20-30 -იან წლებიდან თბილელის წოდებას ემატება „მანგლელი“ და ქალაქის ეპისკოპოსი მოიხსენება როგორც “მანგლელ-ტფილელი“. თბილისისა და მანგლისის სამწყსოების განცალკევების დროს იწყებოდა თბილელისა და მანგლელის თავთავიანთ სამწყსოებზე უფლება-მოვალეობების გარკვევა. 1706 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დომენტიმ საგანგებოდ მოიწვია ეკლესიის, საკრებულო, რათა გაერკვიათ თბილელსა და მანგლელს სორის წამოჭრილი სადავო საკითხი ,,მანგლელისა და ტფილელის სამწყოსოს დარბაისლის ნიშანზედ და საწირვაზედ...“ საეკლესიო კრებას დაუდგენია, რომ ტუ გარდაცვლილი დიდგვარიანი თბილისელი იყო და იგი მანგლელი სამწყოსოს სატყდარსი, ანდა მის სამწყოსში დაიმარხებოდა, ნიშანი, მიცვალებულის ნაქონი რაიმე პირადი ნივთი-იარღი, სამოსელი, ცხენი, და მისი აკაზმულობა ტფილელს ერგებოდა , ხოლო გარდასახურავი, ქვეშაგები, აბრამის ტაბლა მანგლელისა იყო, და პირიქით. XVII საუკუნის მეორე ნახევარში, ქართლის მეფის ერეკლე I ის დროს (1688-1703) ქალაქის ეპისკოპოსს უწოდეს მიტროპოლიტი. ეს წოდება პირველად მიიღო დომენტი თბილელმა ,,...პაპამან ჩვენმან ირაკლიპირველმან ყოვლად სამღუდელო დომენტი ორბელიანი, ტფილელი ეპისკოპოსი, თანა-დასწრებითა მამათ-მთავრისათა და შემოკრებითა ეპისკოპოზთათა, მიტროპოლიტ ჰყო და შემდგომნი მისნი ყოველნი ყოვლად -სამღუდელონი ტფილელნი’’,-გვაუწყებს ერეკლეII-ის გუჯარი. დომენტის შემდეგ მისი მომდევნო ყველა თ. მიტროპოლიტის სახელს ატარებდა. 1802 აპრილში თბილისში შეკრებილმა აღმოსავლეთის ყველა მღვდელმთავარმა თხოვნით მიმართა რუს. ხელმწიფეს:

ვიკიციტატა
„უავღუსტესო მონარქო ყდ მოწყალე ხელმწიფევ... ვითხოვთ უმონებრივესად, ყდ სამღვდელონი: მიტროპოლიტნი, არხიეპისკოპოსნი სრულად ქართლისა და კახეთისანი: 1. ინებოს მოწყალმან ხელმწიფემან ჩვენმანრათა გვაქუნდეს თვს თვსთა ხარისხთა შინა მყოფთა იგივე პატივი დაყდ სამღუდელოთა მითროპოლიტთა, არხიეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა თანა ყოვლისა როსიისთა, მართლმსაჯულებითა მისის დიდებულების იმპერატორებისათა, ეკლესიათა და ყოველთა სამღვდელოთა ჭესთ ჩუენთა... იგივე დაცვა, და იგივე პატივი, ვითარ იგი ცხოვრობენ მოწყალებითა მისის დიდებულების იმპერატორისათა როსიისა შინა...“

თხოვნას ქართლ-კახეთის მღვდელმთავრებთან ერთად ხელს აწერს:

ვიკიციტატა
„მდაბალი მიტროპოლიტი ტფილისისა და ეპისკოპოზი მანგლისისა და ბოლნისისა ბაგრატოვანი არსენი.“

არსენ თბილელი ხელმოწერთა შორის რიგით მერვეა.

ქალაქის ეპისკოპოსის ზედსახელად „თბილელის“ დაწესების ზუსტი მიზეზის დასახელება ამჟამად ჭირს. საფიქრებელია, რომ მას პოლიტ-ადმინისტრაციული დატვირთვა უნდა ჰქონოდა. მეფის კურთხევის ცერემონიაში თბილელი, რაც საეკლესიო იერარქიაში ეპისკოპოსის უფროს- უმცროსობას გამოხატავდა. თბილელობას ეკონომიური დატვირთვაც უნდა ჰქონოდა, სიონის ეკლესია დიდ უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობდა, ყველაფერი ეს ცნობილი იყო როგორც სათბილელო მამული. წოდება თბილელი ეპისკოსის სადაურობას განსაზღვრავდა. ამჟამად სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოკოპოსიც არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 496-497