თაქსიმის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაქსიმის მოედანი (2006)

თაქსიმის მოედანი (თურქ. Taksim Meydanı) — მოედანი თურქეთში, სტამბოლის ევროპულ ნაწილში, რომელიც მდებარეობს ბეიოღლუს რაიონში და ცნობილია თავისი რესტორნებით, მაღაზიებით და სასტუმროებით. მოედანი, სტამბოლის მეტროპოლიტენის ცენტრალურ სადგურთან ერთად, თანამედროვე სტამბოლის გულად ითვლება. თაქსიმის მოედანზე მდებარეობს ასევე „რესპუბლიკის ძეგლიც“ (თურქ. Cumhuriyet Anıtı), რომელიც პიეტრო კანონიკის მიერ შეიქმნა და 1928 წელს გაიხსნა. ძეგლი 1923 წელს, დამოუკიდებლობის ომის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების მე-5 წლისთავზე გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]