თაროკლდის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაროკლდის მღვიმე
კოორდინატები: 42°20′48″ ჩ. გ. 43°19′03″ ა. გ. / 42.346833° ჩ. გ. 43.317556° ა. გ. / 42.346833; 43.317556
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 485 მ
სიგრძე 810 მ
აღმოჩენის წელი 1917
თაროკლდის მღვიმე — საქართველო
თაროკლდის მღვიმე
თაროკლდის მღვიმე — იმერეთის მხარე
თაროკლდის მღვიმე

თაროკლდის მღვიმე, რაჭველების მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 485 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი (სიმაღლე 10 მ, სიგანე 14 მ) მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის ­მარჯვენა შენაკადი) ­მარჯვენა ფერდობზეა, მდინარის კალაპოტიდან 70 მ სიმაღლეზე. თაროკლდის მღვიმე სუბჰორიზონტული ციკლგავლილი, დერეფნული ტიპის სიღრუეა (ჯამური სიგრძე 810 მ, ფსკერის ფართობი 2700 მ², საერთო მოცულობა 7400 მ³). ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტ-სტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი. მიკვლეულია ზედა პალეოლითის ადრინდელი საფეხურის კლდოვანი ეხი. 1917 აღმოაჩინა და მცირე ძიება ჩაატარა ს. კრუკოვსკიმ. მასალა პირველად შეისწავლა ს. ზამიატნინმა. ნაპოვნია ქვის მრავალნაირი იარაღი (ნუკლეუსები, მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები საჭრისები, საფხეკები, ზურგდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლითური ფირფიტები, მუსტიეური ხანის წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღი და ანატკეცები), აგრეთვე ძვლის იარაღის 2 ფრაგმენტი. მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. თუშაბრამიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 475.
  • ტატაშიძე ზ., წიქარიშვი­ლი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 43.