თარიღის ცვლის ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თარიღის ცვლის ხაზიდედამიწის ზედაპირზე გატარებული პირობითი ხაზი, რომლის სხვადასხვა მხრიდან მიმდებარე ადგილებში საათების ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა, კალენდარული თარიღები კი ერთი დღეღამითაა განსხვავებული. გავლებულია უმთავრესად 180° გრძედის მერიდიანის გასწვრივ ისე, რომ არსად არ კვეთს დასახლებულ პუნქტებს. მისგან აღმოსალეთით კალენდარული თარიღი 1 დღ-ღ უფრო ნაკლებია, ვიდრე დასავლეთით. როდესაც მოგზაური განუწყვეტლივ გადაინაცვლებს აღმოსავლეთისაკენ, იგი ყოველ სასაათო ზოლში გადასვლისას საათის ისარს წინ სწევს 1 სთ. ასე რომ დედამიწის სრული გარშემოვლისას 1 დღ-ღ „გაუსწრებს“ რეალურ დროს. დასავლეთისკენ მიმავალ მოგზაურს, პირიქით, ერთი დღ-ღ „დაეკარგება“. ამის გამო გემზე (ან თვითმფრინავზე), როცა იგი თარიღის ცვლის ხაზს დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაკვეთს, დღეების აღრიცხვისას 1 დღ-ღ ნაკლებს ანგარიშობენ (მაგალითად, თუ გადაკვეთა 30 ივნისს მოხდა, მიიჩნევენ, რომ 29 ივნისია), აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაკვეთისას კი — 1 დღ-ღ მეტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]