თარგი:რომაულ-სპარსული ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომაულ-სპარსული ომების
ქრონოლოგია
რომაულ-პართიული ომები
ძ.წ.  
69 პირველი რომაულ-პართიული კონტაქტი შედგა მაშინ, როდესაც ლუკულუსი თავს დასხა სამხრეთ სომხეთს.
66–65 დავა პომპეუსსა და ფრაატ III-ს შორის ევფრატის საზღვრებისთვის.
53 რომაელების მარცხი კარაეს ბრძოლაში.
42–37 პართიელთა წარუმატებელი ლაშქრობა ლევანტსა და ანატოლიაში.
36–33 მარკუს ანტონიუსის წარუმატებელი ლაშქრობა პართიაში. შემდგომი ლაშქრობა სომხეთში წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მას მოყვა რეგიონის დატოვება და ის პართიელების ხელში აღმოჩნდა.
20 ავგუსტუსისა და ტიბერიუსის მიერ პართიელებთან მშვიდობის დამყარება; რომაული შტანდარტების დაბრუნება.
ა.წ.  
36 რომაელების მიერ დამარცხებული, არტაბან II უარს ამბობს პრეტენზიებზე სომხეთზე.
58–63 რომაელთა ლაშქრობა სომხეთში; შეთანხმებები სომხეთში მეფობის თაობაზე.
114–117 ტრაიანეს ლაშქრობა პართიელთა წინააღმდეგ. ტრაიანეს დანაპყრობი, მოგვიანებით დათმო ადრიანემ.
161–165 თავდაპირველი პართიული წარმატებებული ომი სომხეთისთვის (161–163) დასრულდა რომაელთა გამარჯვებით. კასიუსი ძარცვავს ქტესიფონს 165 წელს.
195–197 იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსის ლაშქრობა სრულდება რომაელთა მიერ ჩრდილოეთ მესოპოტამიის დაპყრობით.
216–217
კარაკალა იწყებს ახალ ომს პართიელთა წინააღმდეგ. მისი მემკვიდრე მაკრინუსი მარცხდება ნისიბინის ბრძოლაში 217 წელს.
რომაულ–სასანური ომები
230–232
არდაშირ I არბევს მესოპოტამიას და სირიას, მაგრამ მალევე მოგერიებულ იქნა ალექსანდრე სევერუსის მიერ.
238–244 არდაშირის ლაშქრობა მესოპოტამიაში და სპარსელთა მარცხი რესაენას ბრძოლაში. გორდიანე III წინ მიიწევს ევფრატის გასწვრივ, მაგრამ ქტესიფონთან ახლოს მოგერიებულ იქნა მისიხეს ბრძოლაში 244.
253 რომაელთა მარცხი ბარბალისოს ბრძოლაშ.
დაახლ. 258–260 შაპურ I-მა დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ვალერიანე ედესის ბრძოლაში.
283 კარუსის მიერ ქტესიფონის აოხრება.
296–298 რომაელთა მარცხი კარაესთან 296 ან 297 წელს. გალერიუსი ამარცხებს სპარსელებს 298 წელს.
363 თავდაპირველი გამარჯვების შემდეგ ქტესიფონის შემოგარენში, იულიანე იღუპება სამარას ბრძოლაში.
384 შაპურ III და თეოდოსიუს I იყოფენ სომხეთს.
421–422 რომაელთა შურისძიება ბაჰრამ V-ის წინააღმდეგ მის მიერ ქრისტიანთა დევნისთვის.
440 იეზდიგერდ II-ის მიერ სომხეთის რბევა.
502–506 ანასტასიუს I უარს ამბობს სპარსელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე, რამაც ანასტასიური ომი გამოიწვია. დასრულდა შვიდწლიანი სამშვიდობო ხელშეკრულებით.
526–532 იბერიული ომი. რომაელები იმარჯვებენ დარასა და სატალაში, მაგრამ მარცხდებიან კალინიკუმის ბრძოლაში. სრულდება „სამუდამო მშვიდობის“ ხელშეკრულებით.
540–561 ლაზიკის ომი იწყება მას შემდეგ, რაც სპარსელებმა დაარღვიეს „სამუდამო სამშვიდობო ხელშეკრულება“ სირიაში შეჭრით. დასრულდა რომაელთა მიერ ლაზიკის შემოერთებით და ორმოცდაათწლიანი საზავო ხელშეკრულებით.
572–591 ომი კავკასიისთვის იწყება მაშინ, როცა სომხები აჯანყდნენ სასანიდების წინააღმდეგ.
589 წელს, სპარსელი გენერალი ბაჰრამ ჩობინი აჯანყდა ჰორმიზდ IV-ის წინააღმდეგ.
ხოსრო II-ის რესტავრაცია, ჰორმიზდის ვაჟი, რომაული და სპარსული გაერთიანებული ძალების მიერ და რომაელთა მიერ ჩრდილოეთ მესოპოტამიის აღდგენა. (დარა, მარტიროპოლისი) რასაც მოყვა ექსპანსია იბერიასა და სომხეთში.
602 მავრიკიოსის მკვლელობის შემდეგ, ხოსრო II იპყრობს მესოპოტამიას.
611–623 სპარსელები თანდათან იპყრობენ სირიას, პალესტინას, ეგვიპტეს, როდოს და იჭრებიან ანატოლიაში.
626 ავარების-სპარსელების-სლავების წარუმატებელი ალყა კონსტანტინოპოლისთვის.
627 სპარსელების მარცხი ნინევიასთან.
629 სპარსელებმა მოკლეს ხოსრო II და დათანხმდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოსვლას. ჰერაკლე აბრუნებს ჭეშმარიტ ჯვარს იერუსალიმში.

გამოიყენეთ {{რომაულ-სპარსული ომები|მდგომარეობა=collapsed}}, რათა ეს თარგი აკეცილი (დამალული) გამოჩნდეს.
გამოიყენეთ {{რომაულ-სპარსული ომები|მდგომარეობა=expanded}}, რათა ეს თარგი გაშლილი (სრულად ხილვადი) გამოჩნდეს.
გამოიყენეთ {{რომაულ-სპარსული ომები|მდგომარეობა=autocollapse}}, რათა ეს თარგი აკეცილი (დამალული) გამოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, როცა ამავე გვერდზე ამ ტიპის სხვა თარგიც არის განთავსებული (ეს ხშირად ნაგულისხმევი სტატუსია).